1980-იანი წლებიდან დღემდე, საქართველოს თითქმის მეოთხედმა, უმეტესად ქალებმა, ქვეყანა დატოვა. იტალია კი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ამ მიგრაციული ტალღისთვის.
რა უბიძგებს ადამიანებს წასვლისკენ? რა ამოძრავებთ მათ? და აქ ვინც რჩება? რას ტოვებენ ისინი უკან? როგორია ეს სიცარიელე მათი წასვლისას? და რა რჩება ამ ადგილზე?
გვჯერა, რომ ამ დაპირისპირებაში — წასულებსა და დარჩენილებს შორის — იმალება ძალზედ ნაყოფიერი ნიადაგი ახალი თეატრალური კვლევისთვის. ამ პროექტის მიზანია ემიგრაციის თემა ახლო კუთხით წარმოაჩინოს — იმ ადამიანების ბიოგრაფიების და ისტორიის ხელახლა გადმოცემით, რომლებმაც წასვლა გადაწყვიტეს ან აქ დარჩენა.