ეს არის ხოდოროვსკის შემოქმედების მწვერვალი და ამავე დროს მისი სიურრეალისტური ავტობიოგრაფია და კინოსპოვედიც. პოეტური, მეტაფორული და ზოგჯერ სრულიად შეშლილი — თუმცა ხოდოროვსკისგან სხვა რას უნდა ველოდოთ?
გადაღებების დაწყებამდე რეჟისორი ოც წელზე მეტხანს არაფერს იღებდა (ცდილობდა, მაგრამ საქმე გეგმებს არ სცდებოდა), ამ დროს წერდა წიგნებს, ატარებდა უფასო ტაროს სესიებს და ეწეოდა ე.წ. ფსიქომაგიას.
(ფსიქომაგია — ხოდოროვსკისვე გამოგონებაა და დაახლოებით ასე მუშაობს: „მინდა ბევრი მამაკაცისთან ვიყო, მაგრამ არ მინდა ქმარს ვუღალატო. როგორ მოვიქცე?“ — „დაიძინეთ საკუთარი ქმრისთან ბევრჯერ, ოღონდ ის ყოველ ჯერზე უცხო ადამიანად უნდა გამოაწყოთ“.)
ამ ხნის განმავლობაში ყველა ჟურნალისტს ერთი პასუხი ჰქონდა: „სიგიჟეა იმის გადაღება, რომ ფული იშოვო! მე ფილმებს ვიღებ, რათა ფული დავკარგო!“ და როცა როგორც იქნა ახალი ლენტისთვის საჭირო თანხა მოაგროვა, გადაიღო ისეთი სიცოცხლითა და სიმბოლოებით სავსე ფილმი, რომ მასში ჩატეული იდეები რამდენიმე ფილმისთვისაც ეყოფოდა — თითქოს ხოდოროვსკის ეშინოდა, რომ შემდეგ ფილმამდე კვლავ 20 წელი უნდა დაეცადა.
ორი წლის შემდეგ კი გამოვიდა გაგრძელება — „უსასრულო პოეზია“, რომელიც სწორედ ამ კვირაში გველოდება საყურებლად.
სავალდებულო სანახავია ყველასთვის, ვისაც ოდნავ მაინც გაუჩნდა ეჭვი, რომ ის, რასაც ობიექტურ რეალობას ვეძახით — შესაძლოა, უბრალოდ ცეკვა იყოს ჩვენს თავში.