ხიდი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ხიდი

ხიდი

ხიდი
8, K. Marjanishvili St.
ბილეთის ფასი
დან35 ₾
ქართული

განრიგი

25.10.2026
კვირა
20:00
35 ₾ - 40 ₾
35 ₾ - 40 ₾
ვრცლად
29.10.2026
ხუთშაბათი
20:00
35 ₾ - 40 ₾
35 ₾ - 40 ₾
ვრცლად

აღწერა

ამიერკავკასიის კონფლიქტური ზონების კვლევის დეპარტამენტი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესასწავლად ფოკუს-ჯგუფს კრებს. დეპარტამენტის უფროსი ლევანი და მისი მოადგილე მარია შეხვედრაზე ორ ახალგაზრდას — ქართველ ნინოსა და აფხაზ არსლანს იწვევენ.

 

კვლევა თავიდან თითქოს ჩვეულებრივ პროცედურად უნდა ჩატარდეს: ახალგაზრდებმა უნდა ისაუბრონ ომზე, წარსულზე, ოჯახურ მეხსიერებასა და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაზე. თუმცა საუბრისას მოულოდნელი რამ ირკვევა — ნინოსა და არსლანს შორის კონფლიქტი არ არსებობს. ისინი ერთმანეთის მტრებად არ აღიქვამენ და ომი მათთვის პირადი გამოცდილება კი არა, წინა თაობის მტკივნეული მეხსიერებაა.

 

ეს აღმოჩენა ლევანისთვის პრობლემად იქცევა. თუ ახალგაზრდა თაობაში დაპირისპირების ნიშნები აღარ არსებობს, მაშინ შესაძლოა დეპარტამენტის არსებობის საჭიროებაც ეჭვქვეშ დადგეს. ლევანი ცდილობს, ახალგაზრდების პასუხებში მაინც იპოვოს რაიმე ხელმოსაჭიდი, გააღვივოს წყენა, ბრაზი, ერთმანეთის მიმართ უნდობლობა, მოძებნოს ისეთი რამ, რაც კონფლიქტის გაგრძელებას და მისი სამსახურის აუცილებლობას დაადასტურებს. მაგრამ მისი მცდელობები უშედეგოა.

 

საუბარი თანდათან სცდება ოფიციალური კვლევის ფარგლებს და პირად ისტორიებს ეხება. ირკვევა, რომ ომის კვალი ორივე ოჯახის მეხსიერებაში არსებობს, თუმცა ეს ტკივილი ახალგაზრდებს ერთმანეთთან არ აპირისპირებს, პირიქით — ისინი აღმოაჩენენ, რომ ერთმანეთის ისტორიებში საკუთარი ტკივილის მსგავსებას ხედავენ.

 

ამ პროცესში ლევანიც იძულებული ხდება, თავის წარსულში ჩაიხედოს და ხვდება, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა კონფლიქტის კვლევას, მისი საზღვრებისა და შედეგების აღრიცხვას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მხედველობიდან გამორჩა: ომმა მხოლოდ მიწა, სახლები და ადამიანები კი არ გაანადგურა, არამედ თაობებს შორის კავშირიც გაწყვიტა.

ფოტო და ვიდეო

ხიდი

ადგილი

მარჯანიშვილის თეატრი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა. აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით „სამგროშიანი ოპერა“, გიზო ჟორდანიას რედაქციით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება