ფენტეზის დაბადება - ბეჭდების მბრძანებელი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ფენტეზის დაბადება - ბეჭდების მბრძანებელი

ფენტეზის დაბადება - ბეჭდების მბრძანებელი

ფენტეზის დაბადება - ბეჭდების მბრძანებელი
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან40 ₾
ქართული

განრიგი

03.10.2026
შაბათი
20:00
40 ₾

აღწერა

💡 3 ოქტომბერს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ქართველი ავტორ, მსახიობ და ტელეწამყვან ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან თემაზე: „ფენტეზის დაბადება - ბეჭდების მბრძანებელი".

 

➡️ ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი არის ავტორი, რომელმაც ფენტეზის ჟანრს სრულიად ახალი მასშტაბი მისცა. ენების, მითოლოგიისა და ისტორიის ღრმა ცოდნის საფუძველზე მან შექმნა შუახმელეთის სამყარო საკუთარი ენებით, ხალხებით, კულტურებითა და ისტორიით და ამით თანამედროვე ფენტეზის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ჩამოაყალიბა.

 

შეხვედრაზე ვისაუბრებთ, როგორ დაიბადა „ბეჭდების მბრძანებლის“ სამყარო, როგორ აისახა ტოლკინის პირადი გამოცდილება, პირველი მსოფლიო ომი და მის გარშემო არსებული რეალობა მის შემოქმედებაში, და რატომ რჩება მისი პერსონაჟები, თემები და ამბები აქტუალური დღემდე.

 

ასევე განვიხილავთ, როგორ განსაზღვრა ტოლკინმა ფენტეზის ჟანრის შემდგომი განვითარება და რატომ არის მისი შემოქმედების გაცნობა ერთ-ერთი საუკეთესო გზა ფენტეზის ბუნების გასაგებად.

 

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო.

 

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი.

ფოტო და ვიდეო

ფენტეზის დაბადება - ბეჭდების მბრძანებელი

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება