კაშკაშა, ფსიქოდელური სახეების მთელ პარადით გაჯერებული ანიმაციური ფილმი, რომელიც ბითლზის სიმღერებითაა შთაგონებული.
მულტფილმზე რამდენიმე ასეულმა სცენარისტმა, ანიმატორმა და მსახიობმა იმუშავა, და არსებითად, იგი კოლექტიური გონების ნაყოფია. თავად ბითლზი გადაღებებში თითქმის არ მონაწილეობდნენ, რასაც შემდეგ ნანობდნენ.
როგორც ხანდახან ჩვენთან ხდება, ნორმალური თარგმანის ძიებაში ხელი ჩავიქნიეთ და საკუთარი სუბტიტრები მოვამზადეთ. ჩვენს ვერსიაში გადმოტანილია როგორც დიალოგები, ისე სიმღერები. სიმღერებისთვის სუბტიტრები ორმაგია — ინგლისური და ქართული. შეუფასებელი მასალაა ინგლისურის შემსწავლელთათვის!
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: ვუყურებთ რესტავრირებულ კოპიას, სადაც აუდიოტრეკი მრავალარხიანია — 5.1. ვისიამოვნოთ, მეგობრებო!