პაზოლინის მთავარი და ყველაზე რთული ფილმი. მდიდრულ სასახლეში, სადაც კეთილშობილური და წესრიგიანი ოჯახი ცხოვრობს, ჩნდება ახალგაზრდა, ლამაზი მამაკაცი. არავინ იცის, საიდან მოვიდა და რა ჰქვია. ახალგაზრდა იპყრობს ყველას ყურადღებას, იწვევს სიმპათიას და აცდუნებს სახლის ყველა ბინადარს — მსახურს, დედას, ქალიშვილს, ვაჟს, მამას. ამის შემდეგ ის ქრება, ხოლო მის მიერ მიტოვებული საყვარლები უცნაურად იქცევიან — მათში იჩენს თავს ის, რაც კეთილდღეობისა და სიმდიდრის ნიღბის მიღმა იმალებოდა.
ფილმის მთავარი საიდუმლო: ვინ მოვიდა სასახლეში მიმზიდველი ახალგაზრდა მამაკაცის სახით — ეშმაკი, ღმერთი თუ ის, ვინც საკუთარ თავში ორივე საწყისს აერთიანებს? პაზოლინი პირდაპირ პასუხებს არ გვაძლევს და მაყურებელს დღემდე უბიძგებს ამ საკითხზე კამათისკენ და ამ „თეორემის“ დამოუკიდებლად დამტკიცებისკენ. ("არზამასი")