უკრაინული ფილმი, დიდებული ოსტატ პარაჯანოვის ნამუშევარი, რომანტიკული პოემა ჰუცულური რომეოსა და ჯულიეტას – ივანისა და მარიიკას სიყვარულზე.
ფილმი აღწერს უნიკალური ეთნიკური ჯგუფის – ჰუცულების ცხოვრებასა და ყოფას. საუკუნეების განმავლობაში მათი მიწები სხვადასხვა უცხო სახელმწიფოების მმართველობაში იყო, მაგრამ ჰუცულებმა მოახერხეს თავიანთი იდენტობის, ენის, რიტუალებისა და ტრადიციების შენარჩუნება.
ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა ნამდვილ ჰუცულურ სახლებში და სოფელ კრივორივნიას მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ვერხოვინის რაიონში. სწორედ აქ დაწერა მიხაილ კოციუბინსკიმ ის მოთხრობა, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ეს ფილმი.