თედო რეხვიაშვილი
გამოფენა

თედო რეხვიაშვილი "მეხსიერება, ძალა და ცდუნებები"

თედო რეხვიაშვილმა 2014 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მაგისტრის წოდებით და ამავე წელს ჰქონდა ორი სოლო გამოფენა. შემდეგ სწავლა გააგრძელა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში, რომელიც ასევე წარმატებით დაასრულა 2020 წელს. ამ პერიოდში ის უკვე იღებს მონაწილეობას გამოფენებში, რომლებიც საერთაშორისო სახელოვნებო სცენის სტანდარტებით ხორციელდება. დღეისთვის ის მრავალი გამოფენის, არტფეარისა და პროექტის მონაწილეა. ნიუ-იორკიდან დაბრუნების შემდეგ “მეხსიერება, ძალაუფლება და ცდუნებები” მისი პირველი პერსონალური გამოფენაა.
თედო რეხვიაშვილი "მეხსიერება, ძალა და ცდუნებები"
59, M. Kostava Str., Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

თედო რეხვიაშვილი
“მეხსიერება, ძალაუფლება და ცდუნებები”
სოლო გამოფენა
კურატორი: ხათუნა ხაბულიანი
 
თედო რეხვიაშვილის მულტიმედიური პროექტი “მეხსიერება, ძალაუფლება და ცდუნებები” ბოლო ორი წლის განმავლობაში მზადდებოდა და, ფერწერული ტილოების გარდა, წარმოადგენს ობიექტებსა და ინსტალაციას. ახალგაზრდა, უკვე კარგად ცნობილი მხატვრის ინტერესები, გამოსახულების შესაძლებლობების კვლევის გარდა, მოიცავს სოციალურ საკითხებს, კულტურისა და ძალაუფლების რთულ გადაკვეთებს, კითხვებს საზოგადოებრივი ღირებულებების შესახებ.
 
მისი ფერწერული ნამუშევრები, მრავალშრიანი კოლაჟები და ინსტალაციები მკვეთრი და შთამბეჭდავია. პრობლემატური თემების კრიტიკული გააზრებისას კი ისტორიული მხატვრობის ნიშნები ორიგინალურად ერწყმის თანამედროვე ტექნოლოგიების ენას.

ფოტო და ვიდეო

თედო რეხვიაშვილი

ადგილი

Silk Factory Studio
Silk Factory Studio
59, M. Kostava Str., Tbilisi
Silk Factory Studio წარმოადგენს მულტიფუნქციურ სივრცეს, სადაც გაერთიანებულია საქართველოში ყველაზე დიდი რესურსის მქონე კინოგაქირავების ბაზა, პავილიონები, კინოს, ხმის, პოსტ პროდაქშენ სტუდიები, სამხატვრო გალერეა, თეატრი, სამკერვალო და რეკვიზიტები. კომპანია მიზნად ისახავს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროდუქტის შექმნას.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.