მენიუ
კურატორი ალექსანდრე ფლორენსკი
თეა ებანოიძე დაიბადა 1975 წელს სოფელ წებელდაში (აფხაზეთი).
ბავშვობაში ის ბევრს ხატავდა. 1993 წელს აფხაზეთის ომის დროს მისი ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი და თბილისში გადასულიყო. თეას არასოდეს უსწავლია მხატვრობა, ის არის თვითნასწავლი (მხატვრობა არტთერაპიის სახით 2019 წელს დაიწყო). იგი განსაკუთრებით აქტიურად მუშაობდა 2020-2021 წლების პანდემიის დროს.
ვან გოგი და ფიროსმანი არიან მხატვრები, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს თეაზე. თავის ნამუშევრებში თეა იყენებს გუაშისა და ქაღალდს. მხატვარი ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში. გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი შექმნილია 2023-2024 წლებში.