20 და 21 სექტემბერს, ეთნოგრაფში, თბილისობის ლხინი გაჩაღდება, ტრადიციული სამზადისი კი უკვე დავიწყეთ!
თბილისქალაქის იუბილეს ჩვეული სიუხვითა და ზეიმით ვხვდებით: შემოდგომის მყუდრო განწყობისთვის შექმნილი დეკორაციები, ხილ-ბოსტნეულის ნამდვილი ბაზარი და ტრადიციული ქართული სუფრა, მონატრებულ ძველ თბილისში გიმასპინძლებთ.
ამ დღეს თბილისურ ეშხსა და ხასიათს ქალაქური ჰანგები შესძენს, ეთნო დუქნის სრული შემოქმედებითი გუნდის შესრულებით. ნამდვილ თბილისურ კოლორიტს კი, ქალაქს შემორჩენილი უკანასკნელი არღნისა თუ დოლ-გარმონის აკორდები და საცეკვაო წარმოდგენა შემატებს.
სტუმრებთან შეგებება წელსაც ნოდარი ბაბუმ იკისრა, იქვე გამოხდილი ჭიქა ჭაჭით. ხოლო მათ, ვისაც საწნახელში ყურძნის დაწურვა, თონეში პური ცხობა, მწვადის შეწვა, თუ ჩურჩხელის ამოვლება თავად სურს - ამ საქმის დიდოსტატები ცოდნასაც გაუზიარებენ და ამ ფერხულში ჩააბამენ.
17:00 - მუსიკალური პროგრამისა და სხვადასხვა აქტივობების დასაწყისი
20-21 სექტემბერს, დიდსა თუ პატარას, ბარაქიან თბილისობაზე #ეთნოგრაფში გელოდებით!