ნიკოლოზ ნამორაძე გამორჩეული პიანისტი და კომპოზიტორია, რომლის შემოქმედებითი ხედვა და ინოვაციური არტისტიზმი თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. საერთაშორისო აღიარება მან 2018 წელს მოიპოვა, როდესაც კანადის ქ. კალგარიში, Honens-ის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებული გახდა.
იგი დასახელებულია Musical America-სა და BBC Music Magazine-ის „ამომავალ ვარსკვლავად,“ ხოლო 2022 წელს ბრიტანეთის კრიტიკოსთა წრემ (UK Critics’ Circle) მას წლის პიანისტის ჯილდო მიანიჭა.
როგორც კომპოზიტორი, იგი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან და ანსამბლებთან და მისი მოღვაწეობა ტრადიციული საკონცერტო პრაქტიკის საზღვრებს სცილდება. მუსიკის აღქმისა და კოგნიტური მეცნიერებების სფეროში მიღებული ცოდნის საფუძველზე, იგი ქმნის ახალ ფორმატებს, რომლებიც აუდიტორიასა და შემსრულებელს შორის ურთიერთობას ახლებურად განსაზღვრავენ.
მისი სადოქტორო ნაშრომი, შესრულებული CUNY Graduate Center-ში, მუსიკალური აღქმის მათემატიკურ მოდელებს ეძღვნება. მან მოიპოვა Barry Brook Award, როგორც წლის საუკეთესო დისერტაციამ, ხოლო მოგვიანებით Springer-მა იგი გამოსცა წიგნის სახით სათაურით „Ligeti’s Macroharmonies“ სერიაში Computational Music Science.
ნამორაძე ქმნის ინოვაციურ საკონცერტო ფორმატებს, რომლებიც მოიცავს “ღრმა მოსმენას”, ლექცია-კონცერტებს, მულტიმედიურ გარემოსა და ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კავშირებს.
თბილისში დაბადებული და ბუდაპეშტში გაზრდილმა მუსიკოსმა, განათლება ბუდაპეშტში, ვენაში, ფლორენციაში, ნიუ-იორკსა და ლონდონში მიიღო. მის მასწავლებლებს შორის იყვნენ ემანუელ აქსი, იოხავედ კაპლინსკი, ზოლტან კოჩიში, მატი რაეკალიო, ანდრაშ შიფი, ელისო ვირსალაძე და ჯონ კორილიანო.
ამჟამად იგი ასწავლის CUNY Graduate Center-ში და პერიოდულად თანამშრომლობს The Juilliard School-თან.
პროგრამა
იოჰან სებასტიან ბახი (1685–1750) - პრელუდია და ფუგა მი მაჟორი კარგად ტემპერირებული კლავირიდან II,
BWV 878
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770–1827) - საფორტეპიანო სონატა
ფა მაჟორი, op. 54
- In tempo d’un Menuetto
- Allegretto
იოჰან სებასტიან ბახი (1685–1750) - პრელუდია და ფუგა სოლ დიეზ მინორი კარგად ტემპერირებული კლავირიდან I, BWV 863
ბეთჰოვენ / ნამორაძე - Grosse Fuge სი ბემოლ მაჟორი, Op. 133
***
ალექსანდრ სკრიაბინი (1872–1915) - საფორტეპიანო სონატა No. 2 in G-sharp minor, Op. 19
(სონატა-ფანტაზია)
- Andante
- Presto
მორის რაველი (1875–1937) - Pavane pour une infante défunte
რაველი / ნამორაძე - Daphnis et Chloé, სუიტა No. 2
- Lever du jour
- Pantomime
- Danse générale
ასაკობრივი შეზღუდვა 6+