გრემის“ ნომინანტი პიანისტი ანდრიუს ჟლაბისი საერთაშორისო მუსიკალურ სამყაროში აღიარებულია თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეულ მუსიკოსად.
იგი თანამშრომლობდა მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ორკესტრებთან, მათ შორის ნიუ იორკის, ბოსტონის, კლივლენდის, როტერდამისა და და ბუენოს-აირესის ფილარმონიულ ორკესტრებთან.
ჟლაბისი სოლისტი იყო ვიქტორ კისინის ნაწარმოებში Between Two Waves, რომელიც გიდონ კრემერისა და Kremerata Baltica-სთან თანამშრომლობით ECM-ის მიერ 2013 წელს გამოიცა.
2012 წელს მან ზალცბურგის ფესტივალზე დებიუტი გამართა მოცარტის საფორტეპიანო კონცერტით K.467, Gustav Mahler Youth Orchestra-სთან ერთად.
მისი კარიერა მოიცავს გამოსვლებს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს სცენებზე: Lincoln Center-ის Avery Fisher Hall-ში, ამსტერდამის Concertgebouw-ში, Carnegie Hall-ში, Phillips Collection-ში, Teatro Colón-ში, Wigmore Hall-ში, ვენის Musikverein-ში და ტოკიოს Suntory Hall-ში.
2003 წელს ჟლაბისი Grammy Award-ზე იყო ნომინირებული ენესკუს საფორტეპიანო კვინტეტის ჩანაწერისთვის, რომელიც Kremerata Baltica-სთან ერთად განხორციელდა.
ფართო მუსიკალური ინტერესებისა და მრავალფეროვანი რეპერტუარის მიუხედავად, ჟლაბისისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იოჰან სებასტიან ბახის მუსიკას. ამასთანავე, იგი თანამედროვე მუსიკის აქტიური მხარდამჭერია და არაერთი ახალი ნაწარმოები სპეციალურად მისთვის შეიქმნა.
ფორტეპიანოზე დაკვრა ექვსი წლის ასაკში ლიტვაში დაიწყო, მოგვიანებით კი Interlochen Arts Academy-ში, Curtis Institute of Music-ში, Cleveland Institute of Music-ში და Yale School of Music-ში სწავლობდა.
პროგრამა
იოჰან სებასტიან ბახი (1685–1750) - ფრანგული უვერტიურა სი მინორი,
BWV 831
- Ouverture
- Courante
- Gavotte I & II
- Passepied I & II
- Sarabande
- Bourrée I & II
- Gigue
- Echo
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770–1827) - საფორტეპიანო სონატა No. 30, მი
მაჟორი, თხზ. 109
- Vivace ma non troppo
- Adagio espressivo
- Prestissimo
- Gesangvoll, mit innigster Empfindung
***
კლოდ დებიუსი (1862–1918) - Suite bergamasque
- Prélude
- Menuet
- Clair de lune
- Passepied
სერგეი პროკოფიევი (1891–1953) - საფორტეპიანო სონატა No. 7 სი
ბემოლ მაჟორი, Op. 83
- Allegro inquieto
- Andante caloroso
- Precipitato
ასაკობრივი შეზღუდვა 6+