თბილისი ჰილს სამთო გარბენი - 2024 წლის გარბენების სეზონის დახურვა.
ლისის სამთო გარბენის, თბილისის სათავგადასავლო გარბენისა და ყაზბეგის მარათონის შემდეგ TRAILLAB წარმოგიდგენთ Tbilisi Hills Trail Race-ს. ივენთის მასპინძელია Tbilisi Hills Golf & Residences – ყველაზე მასშტაბური, ინოვაციური და პრესტიჟული პროექტი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია საქართველოში.
გარბენზე არის სამი დისტანცია:
● 9 კილომეტრიანი Fun Run 300 მეტრი ვერტიკალური დისტანციით
● 14 კილომეტრი 550 მეტრი ვერტიკალური დისტანციით
● 18 კილომეტრი 750 მეტრი ვერტიკალური დისტანციით