თბილისი გასტრო კვირეულის ფინალური კვირა დასრულდება ულამაზესად დაგეგმილი გრანდიოზული ბრანჩით — იტალიური ატმოსფეროს, დახვეწილი გემოების და მაღალი გასტრონომიული კულტურის იდეალური შერწყმით.
🌍 საღამოს განმავლობაში ფლორიან გიულოტო — Ritz Paris-ის სომელიერიის დირექტორი, Nice Côte d’Azur Provence Sommeliers Association-ის პრეზიდენტი, French Sommellerie Union-ის Master Sommelier და Saké Sommelier — ანა გოდაბრელიძესთან ერთად პირადად გაუძღვება ღვინის პროგრამასა და დეგუსტაციას. ანა გოდაბრელიძე — ენოლოგი, სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე და OIV-ის წარმომადგენელი საერთაშორისო ღვინის კონკურსებზე — ქართული ღვინის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროფესიონალია. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ კომენტარები თითოეულ ღვინოზე, მის არომატებზე, სტრუქტურასა და კერძებთან შეხამების იდეაზე, რაც საღამოს განსაკუთრებულ ენოლოგიურ და სენსორულ გამოცდილებად აქცევს.
👨🍳 ტაკაჰიკო კონდო 🇯🇵
ტაკაჰიკო კონდო არის Michelin ვარსკვლავის მფლობელი და მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული შეფი, რომელიც ხელმძღვანელობს პრესტიჟულ Gucci Osteria Florence-ს. იგი ასევე ორჯერ არის დაჯილდოებული The Best Chef Awards-ის ორი დანით (Two Knives), რაც მის საერთაშორისო კულინარიულ აღიარებას კიდევ უფრო ამყარებს და მას მსოფლიოს ელიტარულ შეფებს შორის ათავსებს. Gucci Osteria წარმოადგენს თანამედროვე მაღალი კულინარიისა და ფუფუნების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სინთეზს, სადაც კულინარია და ბრენდის ესთეტიკა ერთიანდება. ტაკაჰიკო კონდო ცნობილია თავისი უკიდურესი სიზუსტით, დახვეწილი ტექნიკითა და გემოების ბალანსის ოსტატობით.
👨🍳 ნიკა აკოპოვი 🇬🇪
ნიკა აკოპოვი არის თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული შეფი და Osteria Luigi-ის მთავარი შეფმზარეული. ის ასევე არის Casa Fiori რესტორნების ქსელის ნაწილი – ერთიანი თანამედროვე იტალიური გასტრონომიული კონცეფციის, რომელიც უკვე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სანდო ბრენდად იქცა თბილისში.
მისი კულინარიული ხედვა აერთიანებს ნამდვილ იტალიურ ტექნიკას და ქართულ პროდუქტებზე დაფუძნებულ თანამედროვე ინტერპრეტაციას, რაც ქმნის დაბალანსებულ, ელეგანტურ და დასამახსოვრებელ გასტრონომიულ გამოცდილებას. ნიკა აკოპოვი გამოირჩევა დეტალებზე ორიენტირებული მიდგომით, რაც მის სამზარეულოს თანამედროვე და ამავდროულად ავთენტურ ხასიათს ანიჭებს.
🌟 ბრანჩი შედგება ექვსი კერძისგან,სადაც თითოეული კერძი შეხამებული იქნება ქართულ და ევროპულ ღვინოებთან. ეს იქნება სეზონის დახურვის ელეგანტური და გემოთი გამორჩეული ფინალური აკორდი — დაუვიწყარი გასტრონომიული გამოცდილება თითოეული სტუმრისთვის.
Dress Code: Cocktail Chic
ალკოსფერო:
Villa Sandi - Prosecco Treviso
La Gioiosa - Prosecco Rose
Gorghi Tondi - Rose
Cardilla - Zibibo
ადგილები შეზღუდულია.
სპეციალური შეთავაზება სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის: შეიძინე Tbilisi Gastro Week-ის ბილეთები და დაიბრუნე 20% ქეშბექი, მაქსიმუმ 140 ლარი სტუდიო ლიბერთის Mastercard World Elite ბარათით გადახდისას.
შეთავაზება ასევე ვრცელდება Liberty Wealth-ის Mastercard World Elite ბარათით გადახდისას.