31 მაისს, 12:00-დან 19:00 საათამდე, გელოდებით სასტუმრო Biltmore-ში დიდ საქალაქო საოჯახო ფესტივალზე!
რას დაგხვდებათ ფესტივალზე:
🎁 50+ მონაწილე მარკეტზე — სათამაშოები, სამკაულები, საკვები, აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები, ნატურალური კოსმეტიკა და კიდევ ბევრი საინტერესო რამ.
ბავშვების მარკეტზე ახალგაზრდა მეწარმეები საკუთარ პროდუქტებს წარადგენენ — მოდით მათ მხარდასაჭერად!
🎎 თეატრალური კუთხე — თოჯინების თეატრი „ჩიტუნია“ გამართავს მინი-სპექტაკლს და თეატრალურ მასტერკლასს ბავშვებისთვის.
🍦 Magic Ice Cream Station — თითოეული მონაწილე საკუთარი ხელით მოამზადებს ჯადოსნურ ნაყინს, რათა ზაფხულს გემრიელად შევხვდეთ!
📚 შემეცნებითი და კითხვის კუთხე — ინტერაქტიული თამაშები და აქტივობები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის, პატარებისთვისაც კი.
🏛️ არქიტექტურული სახელოსნო omadoma-სგან, სადაც თითოეული ბავშვი საკუთარ სახლს შექმნის.
რას გავაკეთებთ ვორქშოფზე?
• გავიგებთ, რა ჩანს სახლში, თუ კედელს “შიგნიდან” შევხედავთ 🙃
• შევქმნით სახლის ღია ბარათს, დავხატავთ ოთახებს და მოვაწყობთ ავეჯს 🛋️
• მოვიფიქრებთ ისტორიას — ვინ ცხოვრობს სახლში და როგორ უკავშირდება ოთახები ერთმანეთს 🏡
ასევე გელოდებათ:
🍓 დიდი გათამაშება ფესტივალის სტუმრებისთვის — საჩუქრები ორგანიზატორებისა და მონაწილეებისგან.
🍓 გასტრონომიული სივრცე Van Goghi-სგან — სპეციალური welcome bite-ები და უნიკალური გემოები.
მხატვარი მარი კი დახატავს და გაჩუქებთ თქვენს პორტრეტს ვან გოგის სტილში.
🍓 საოჯახო აქტივობები ფსიქოლოგიური სივრცე „Дом“-ისგან — თამაშები და აქტივობები, რომლებიც თბილ ოჯახურ მოგონებებს შექმნის.
🎨 ინტერაქტიული არტ-ზონა @chognari.dogs-ისგან
ეს მხოლოდ სტენდი არ არის — ეს არის შემოქმედებითი სივრცე: დონაციის სანაცვლოდ შეძლებთ ფოტობუდკის სტილის პორტრეტის გაკეთებას, ხოლო ბავშვებსა და დიდებს ელით ფერადი აკვაგრიმი.
🥊 @kravmaga.tbilisi ჩაატარებს თვითდაცვის მინიშოუებს და მოგიყვებათ, როგორ ავითარებს ვარჯიში არა მხოლოდ ძალას, არამედ თავდაჯერებას, სტრესგამძლეობასა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარს.
🎉 აქტივობები Pirahna-სგან, სადაც ყველა ბავშვი შეძლებს:
✨ საკუთარი ხელით მეგობრობის სამაჯურის გაკეთებას
✨ ბრჭყვიალა დროებითი ტატუს გაკეთებას
მოდით, გავიცნოთ ერთმანეთი, შევქმნათ, ვითამაშოთ და წავიღოთ სახლში საუკეთესო ემოციები და მოგონებები!
დასწრება თავისუფალია!
📍 31 მაისი | 12:00–19:00
The Biltmore Hotel Tbilisi
რუსთაველის გამზირი 29