სადაც ოდესღაც ბაღები და მინდვრები იყო, დღეს თბილისის ყველაზე დიდი საცხოვრებელი რაიონია.
ექსკურსიისას გავივლით საბურთალოს არქიტექტურულ განვითარებას 1930-დან 2000-იან წლებამდე — სტალინური სტილიდან პანელურ შენობებამდე, მოზაიკებამდე და თვითნებურ „გადაკეთებებამდე“.
იხილავთ:
რაიონის მთავარ ქუჩებს და ღირშესანიშნავ ობიექტებს
უნივერსიტეტის კორპუსებს, პროფკავშირების კულტურის სასახლეს, მონუმენტებს და მხატვრულ მოზაიკებს
ნუცუბიძის ქუჩაზე ავალთ სახლებთან, რომელთაც ერთმანეთთან ხიდები აკავშირებთ
ესაა საბჭოთა ქალაქის ისტორია — საბურთალოს ქუჩებსა და შენობებში ამოკითხული.