ტაქსისტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ტაქსისტი

ტაქსისტი

ტაქსისტი
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან 15
advertising
ინგლისური, რუსული

განრიგი

02.07.2025
ოთხშაბათი
21:00
15

აღწერა

ვიეტნამის ომის ვეტერანი ღამის ცვლაში მუშაობს ტაქსისტად ნიუ-იორკში. გარშემო მხოლოდ ძალადობასა და უსამართლობას ხედავს და ნელ-ნელა ბრაზმორეულ მარტოსულად იქცევა. მას სჭირდება გზა, რომ თავის შიგნით დაგროვილი ემოციები გარეთ გამოუშვას. თორმეტი წლის მეძავთან ნაცნობობა საბოლოოდ აგდებს მას მენტალური წონასწორობიდან. ამ გოგონას როლს ასრულებს ახალგაზრდა ჯოდი ფოსტერი.

სცენარი დაწერა ცნობილმა კინოკრიტიკოსმა პოლ შრეიდერმა, დოსტოევსკისა („ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“) და სარტრის („გულისრევა“) ძლიერ გავლენით. „ვცადე, ევროპელი ეგზისტენციალისტების გმირი ამერიკაში გადმომეტანა. როგორც ხედავთ, ამერიკელი ვერსია პრობლემების მიზეზებში გარკვევის კიდევ უფრო უუნაროა,“ — წერდა შრეიდერი.

ფილმს დიდი წარმატება ჰქონდა — 18 კინოპრიზი, მათ შორის ოთხი „ოსკარი“ და „ოქროს პალმის რტო“. პროექტის ყველა მონაწილე — მარტინ სკორსეზე, რობერტ დე ნირო, ჯოდი ფოსტერი — მყისიერად ვარსკვლავებად იქცნენ.
ერთმა მანიაკმა, რომელმაც ფილმი მინიმუმ 15-ჯერ ნახა, იმდენად მოიხიბლა ფილმით და პატარა ჯოდით, რომ აშშ-ის პრეზიდენტზე, რონალდ რეიგანზე თავდასხმა სცადა — იმ იმედით, რომ ახალგაზრდა მსახიობი მას ყურადღებას მიაქცევდა.

კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“.

ფოტო და ვიდეო

ტაქსისტი

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება