7 ივლისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ლუმოსში გეპატიჟებით 3 საათიან ვორქშოფზე, სახელწოდებით ტანტრული ენერგია, რომელსაც გაუძღვება სატსანგა. ის ათწლეულების განმავლობაში ასწავლიდა ტანტრას ტექნიკებს ოშოს ცენტრში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სატსანგას ვორქშოფები ეფუძნება სხეულში სექსუალური ენერგიის მოძრაობას, ტრავმის განკურნებასა და გულისა და სექსუალური ცენტრის ერთმანეთთან დაკავშირებას.
რა გელით ვორქშოფის განმავლობაში?
ტანტრული მეთოდების შესწავლა არის გზა, რომელი დაგეხმარებათ როგორც საკუთარ თავთან, ისე სხვებთან ურთიერთობის გაღრმავებაში. ტანტრა ეფუძნება მამაკაცისა და ქალის, მამრობითისა და მდედრობითის, ინისა და იანის პოლარობას.
ვორქშოფის განმავლობაში შევისწავლით თითოეულ ჩაკრას მამაკაცსა და ქალს შორის არსებული ბუნებრივი მაგნიტური მიზიდულობის საშუალებით.
ტანტრული ენერგია პირველ ჩაკრაში სუფთა ბიოლოგიურ ენერგიას წარმოადგენს, ხოლო მეოთხე ჩაკრაში, ანუ გულში, ის ღვთაებრივი საზრდოა. სექსუალური ენერგიის პირველი ჩაკრიდან მეოთხე ჩაკრაში ატანა ერთგვარი ხელოვნებაა, რაც დროსა და პრაქტიკას მოითხოვს. ეს ვორქშოფი კი იქნება პირველი ნაბიჯი ამ გზაზე.
იმისათვის, რომ მივაღწიოთ სხეულის, გონებისა და სულის ერთიანობის უფრო მაღალ დონეს, ჩვენს შეგრძნებებს სჭირდება განატიფება. შეგრძნებების გაძლიერება ტანტრის არსებითი ნაწილია. ტანტრული პრაქტიკები გვეხმარება, რომ დავუკავშირდეთ ჩვენს სხეულში არსებული სასიცოცხლო ენერგიის ბუნებრივ ნაკადს.
ვორქშოფის განმავლობაში მედიტაციებისა და პრაქტიკების დახმარებით, მოძრაობას დავიწყებთ არარეალური სურათებითა და ფანტაზიებით სავსე გონებიდან გულისკენ, ტანტრული გულისკენ, რომელიც მგრძნობიარე და სიყვარულით სავსეა.
ვორქშოფის დროს დავაკვირდებით ჩვენს უნარს, როგორ ვიგრძნოთ და ვამოძრაოთ ენერგია. ეს კი ჩვენგან მოითხოვს ავთენტურობას და განგვაცდებინებს ნამდვილ სიახლოვეს საკუთრ თავთან. ტანტრული ენერგის განცდა შესაძლებელია მხოლოდ უშუალოდ, რადგან მისი ბუნების გათვალისწინებით, მისი ახსნა მხოლოდ თეორიითა და სიტყვებით შეუძლებელია.
რა არის ვორქშოფის მთავარი მიზანი?
მთავარი მიზანია, ვიპოვოთ ჩვენი თავის ყველაზე მგრძნობიარე, სიცოცხლით სავსე და ბუნებრივი გამოხატულება და სიმსუბუქით ვიმოძრაოთ იმ ტალღებში, რომლებიც ჩვენი სხეულის ყველაზე მძლავრ სასიცოცხლო ძალას წარმოადგენს. ესაა ხელოვნება, რომლის სწავლაც შესაძლებელია.
თუ გადაწყვეტთ ვორქშოფში მონაწილეობას, დროებით დაივიწყეთ იდეები, ოცნებები და მოლოდინები და მზად იყავით, გახდეთ ცხოვრების მოსწავლე - გულწრფელი, გახსნილი და მიმღები.
ვორქშოფი წარიმართება ინგლისურ ენაზე ქართულად სინქრონული თარგმანით.
ვორქშოფზე დასწრების ღირებულებაა: 200 ლარი;
წყვილებისათვის: 160 ლარი.
მონაწითელა მაქსიმალური რაოდენობაა: 15-16 ადამიანი.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ჩვენს საიტს:
https://www.lumos.ge/work.../%E2%80%9Ctantric-heart%E2%80%9D
შეკითხვებისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვირეკეთ:
+995 595 62 00 01
ჩვენი მისამართია: საირმის 71
გოძიაშვილის პარკში ![]()