სვანეთი 3 დღეში
დღე 1. გამგზავრება და ენგური
გამგზავრება ბათუმიდან დილის 8-ზე
გაჩერება ენგურის ჰესთან (სურვილისამებრ ექსკურსია – 20 ლარი, ფასში არ შედის)
ჩასვლა სოფელ მაზერში, ულამაზესი ხედებით უშბაზე
ლანჩი და ლაშქრობა შდუგრასა და მაზერის ჩანჩქერებთან, ბეჩოს ხეობაში
მანძილი: ~8 კმ | სიმაღლის ნაკრები: ~400 მ | დონე: საშუალო-მარტივი
ვახშამი და ღამე საოჯახო სასტუმროში
დღე 2. მესტია და უშგული
საუზმე და გასეირნება მესტიაში, სვანური კოშკების ნახვა
ლაშქრობა ჩალადის მყინვართან
მანძილი: ~5 კმ | სიმაღლის ნაკრები: ~300 მ
გადავსვლა უშგულში — ყველაზე მაღალი დასახლება საქართველოში
ვახშამი და ღამე
დღე 3. ტბა ნამქუამი და დაბრუნება
საუზმე და გამგზავრება შხარის მყინვართან
ლაშქრობა ნამქუამის ტბასთან, შესაძლებელია ბანაობა
მანძილი: ~4 კმ | სიმაღლის ნაკრები: ~500 მ
ლანჩი უშგულის საუკეთესო კაფეში (ფასში არ შედის)
დაბრუნება ბათუმში წრიული მარშრუტით — რაჭის გავლით
ჩამოსვლა ბათუმში ~23:00
ლაშქრობები, აღჭურვილობის გაქირავება, ბათუმი
ლაშქრობები და მოგზაურობები საქართველოს მასშტაბით
ტურისტული აღჭურვილობის გაქირავება და მაღაზია
საავტორო ტურები ბიოლოგთან ერთად
სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობა და ზამთრის ტურები