SunDraw & Vako ბითმეიქერისა და რეპერისგან შემდგარი ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ დუეტია, რომლის ინსპირაცია ძირითადად old school ჰიპ-ჰოპიდან მოდის. ამასთან ერთად, მათ ნამუშევრებში ხშირად ისმის ელემენტები ისეთი ჟანრებიდან, როგორებიცაა House, Soul/Funk და EDM.
ამჯერად SunDraw & Vako არტერიაში ბენდ The Muzzle-თან ერთად წარდგება, სადაც მათი ტრეკები ლაივ შესრულებით, ახალ ფორმაში და უფრო ცოცხალი ჟღერადობით შესრულდება.