გამომცემლობა “პოლინომიალი” და ბარი “ანტენა” ვაგრძელებთ მცირე ბაზრობების სერიას და 5 ივლისს გიწვევთ Summer Book Fair-ზე. ღონისძიების ფარგლებში შეძლებთ დამოუკიდებელი გამომცემლობების ძველი და ახალი პუბლიკაციების გაცნობასა და შეძენას.
ინიციატივა კრიზისულ პერიოდში ადგილობრივი გამომცემლობებისა და ხელოვანების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა და ცდილობს ხელი შეუწყოს აუდიტორიისათვის მათი საქმიანობის გაცნობას და ახალი ინტერაქციული გამოცდილებების წახალისებას.
წლევანდელ Summer Book Fair-ის ფარგლებში:
• 18:00 - მცირე გამომცემლობა და მისი გამოწვევები - „პოლინომიალი’’
გამომცემელი ლუკა გრიგოლია ისაუბრებს „პოლინომიალის” პირველ ხუთ წელსა და მცირე ზომის გამომცემლობის გამოწვევებზე ქართულ კონტექსტში.
• 18:45 - ტიმოთი სნაიდერის წიგნი „რა არის თავისუფლება“ (გამომცემლობა „ზიარი“)
წიგნს წარადგენენ მთარგმნელი ხატია დეკანოიძე და გამომცემელი ნატო ალხაზიშვილი.
ტიმოთი სნაიდერის წიგნი „რა არის თავისუფლება“ იმ ადამიანებისთვისაა, ვინც იბრძვის თავისუფლებისათვის და ვისთვისაც თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა. სნაიდერი ჩვეული სიღრმითა და ორიგინალობით განსაზღვრავს თავისუფლებას, არა როგორც ბოროტების, ძალადობის ან ჩაგვრის არარსებობას, არამედ როგორც პოზიტიურ ღირებულებას; ფილოსოფოსებისა და პოლიტიკური დისიდენტების ნამუშევრებზე დაყრდნობით, თანამედროვე მოაზროვნეებთან საუბრებისა და საკუთარ გამოცდილების საფუძველზე, სნაიდერი აღწერს, რა პირობებია საჭირო თავისუფლებისა მისაღწევად და რა უნდა გავაკეთოთ, როგორც საზოგადოებამ და როგორც ინდივიდებმა, რომ თავისუფალნი ვიყოთ.
• 19:40 - წიგნი "საიდუმლო" („ინდიგო’’)
წარადგენენ “ინდიგოს’’ სახელოსნოს მონაწილეები, რომლებმაც ადამიანების საიდუმლოებები შეაგროვეს და წიგნად აქციეს.
დღის ბოლოს, 21:00 საათიდან კი გვექნება ნიკო ნერგაძის მუსიკალური სელექცია.
Summer Book Fair-ის მონაწილე გამომცემლობები:
* გამომცემლობა „პოლინომიალი’’
* „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია’’ (SovLab)
* „ინდიგო“
* „ზოლიანი კატა’’
* გამომცემლობა „მატარებელი“
* გამომცემლობა „მედუზა’’
* გამომცემლობა „მოუბარი“
* გამომცემლობა „ზიარი“
* „სინათლე მედია’’
ღონისძიება გაიმართება 5 ივლისს, 18:00 საათზე ბარ “ანტენაში” (კონსტიტუციის ქუჩა 13). დასწრება თავისუფალია.