სტუმარი
თეატრი

სტუმარი

ჟანრი: დეტექტივიენა: ქართული მონაწილეობენ: ბადრი ბეგალიშვილი, ნათია ბუნტური, მერაბ ყოლბაია, გიორგი ყორღანაშვილი, ნათია ჩიკვილაძე, ნიკოლოზ წერედიანი, ლილი ხურითი დასაწყისი: 19:00ხანგრძლივობა: 90 წუთი (შესვენების გარეშე)სპექტაკლი დაფინანსებულია ქალაქ თბილისის მერიის მიერ.ასაკობრივი შეზღუდვა 14 +
სტუმარი
68, Dimitri Uznadze Street, Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

ჯონ ბოინტონ პრისტლის პიესის "ინსპექტორის ზარის" მიხედვით
პიესის გადმოქართულებული ვერსიის ავტორი: ლაშა იმედაშვილი
დამდგმელი რეჟისორი: დავით საყვარელიძე

ჯონ ბოინტონ პრისტლის ეს კლასიკადქცეული ნაწარმოები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად განხორციელებულ დადგმებს შორისაა. არსებობს პიესის არაერთი წარმატებული ეკრანიზაციაც. ეს პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ პიესაში დასმული პრობლემები და გამოწვევები მარადიულია და ყველა დროსა თუ სივრცეში გვხვდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩვენ გადავწყვიტეთ პიესის მოქმედების დრო და ადგილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში გადმოგვეტანა და ამით, ქართველი მაყურებლისთვის ინგლისში მომხდარი ამბავი უფრო გასაგები გაგვეხადა.

პიესაში დასმულ პრობლემებს ეპოქალურმა ცვლილებებმა ვერაფერი დააკლო. ეს პრობლემები დღესაც არსებობს და ისინი მხოლოდ ლოკალური ხასიათის არ არის, შეიძლება ითქვას - ზოგადსაკაცობრიოა. ჩვენც სწორედ იმ საკაცობრიო პრობლემების გაცხადება გვსურს, რომელიც ქართულ რეალობაშიც მრავლადაა.

ფოტო და ვიდეო

სტუმარი

ადგილი

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი
სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი
68, Dimitri Uznadze Street, Tbilisi
სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც დაარსდა 1885 წელს, არის აფხაზეთიდან დევნილთა დასი. მდებარეობს თბილისში თბილისში
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.