სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
1, ი. ჭავჭავაძის გამზ.
ქართული

განრიგი

04.07.2026
შაბათი
12:00

აღწერა

„საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასწავლო და კვლევით ცენტრისა და აკადემიკოს ლევან ალექსიძის ფონდთან თანამშრომლობით, მართავს სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „საერთაშორისო სამართალი 21-ე საუკუნეში: საერთაშორისო წესრიგი და თანამედროვე გამოწვევები“

📅 კონფერენცია ჩატარდება 4 ივლისს.

📌 კონფერენციის მიმართულებებია:

1️⃣ საერთაშორისო ორგანიზაციების როლი საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებაში;

2️⃣ საერთაშორისო სამართლის როლი გლობალური და რეგიონული კრიზისების მართვაში.

📝 თეზისების გაფორმების წესი:

▪️ ფონტი: Sylfaen
▪️ ზომა: 12
▪️ ინტერვალი: 1,5
▪️ მოცულობა: მაქსიმუმ 250 სიტყვა
▪️ აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს Word-ის ფაილის ფორმატში

💡 აბსტრაქტები აუცილებლად უნდა მოიცავდეს კვლევის მეთოდოლოგიას.

🎓 აუცილებელია სტუდენტის ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს კონფერენციაზე. მეცნიერ-ხელმძღვანელი შეიძლება იყოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური პერსონალი, დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი და დოქტორანტი.

📄 თავფურცელზე მიუთითეთ:

▪️ ნაშრომის სათაური;
▪️ მომხსენებლის (მომხსენებლების) სახელი, გვარი, უნივერსიტეტის დასახელება, ფაკულტეტი, სასწავლო სემესტრი, ელექტრონული ფოსტა;
▪️ მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, სტატუსი.

🤝 განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებს.

📩 მონაწილეობის მიღების მსურველებმა მოხსენების თემა და აბსტრაქტი უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: youngdiplomats.info@gmail.com

⏳ აბსტრაქტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 29 ივნისი, 23:59 საათი.

⚠️ გაითვალისწინეთ, რომ აბსტრაქტების რაოდენობა შეზღუდულია. წარმოდგენილი ნაშრომებიდან შეირჩევა ტექნიკურად და შინაარსობრივად გამართული აბსტრაქტები მიღების თანმიმდევრობის პრინციპის გათვალისწინებით.

📬 აბსტრაქტის საფუძველზე არჩეული კანდიდატები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

👥 დასწრება თავისუფალია.

ფოტო და ვიდეო

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

ადგილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში

ამ ადგილის ყველა ღონისძიება