თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგთა კლუბი 2026 წლის 25-26 მარტს გამართავს დავით წერედიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ პირველ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).
სამუშაო ენა: ქართული.
გაერთიანებულ დოკუმენტში (MS Word) გთხოვთ შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:
ავტორის სახელი და გვარი;
თეზისების სათაური;
ორგანიზაციის დასახელება;
ფაკულტეტის დასახელება;
თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ით);
3-5 საკვანძო სიტყვა;
ფორმატი — A4
შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
თეზისის მოცულობა: 100-150 სიტყვა.
თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
საკვანძო სიტყვები;
თეზისების ძირითადი ტექსტი.
საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში.
