2026 წლის 17-18 აპრილს, თბილისი უმასპინძლებს რიგით მე-2 საერთაშორისო სპორტული განათლების ფორუმს. ღონისძიების ორგანიზატორია JBS Academy, ბარსელონას ლეგენდარულ Johan Cruyff Institute-თან ერთად. ფორუმი წარმოადგენს პროფესიულ პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს სპორტულ ინდუსტრიაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და წამყვანი ევროპული ექსპერტიზის გაზიარებას.
პროექტის მთავარი ამოცანაა დარგის პროფესიონალებისთვის პრაქტიკული გამოცდილების ტრანსფერი და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. გლობალური მასშტაბის ექსპერტები, რეალურ Study Cases-ებზე დაყრდნობით, განიხილავენ ინდუსტრიის ტრანსფორმაციის გზებს, მათ შორის: Big Data და AI-ს ინტეგრაციას, ციფრულ ფან-ენგეიჯმენტსა და სპორტული მარკეტინგის ახალ მოდელებს.
ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ედვინ ვან დერ სარის ინტერვიუს ლიდერშიპზე, გაეროს (United Nations) ხედვას სპორტის სოციალურ გავლენასა და თანამედროვეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას — სპორტსმენების მენტალურ ჯანმრთელობას.
Sports Education Forum 2026 – პროგრამა და ფორმატი
17 აპრილი – საერთაშორისო კონფერენცია ფორუმის პირველი დღე დაეთმობა სპორტული ინდუსტრიის ხუთ წამყვან თემას. საერთაშორისო ექსპერტები, პანელური დისკუსიებისა და ქეისების (Study Cases) მეშვეობით, განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
• Big Data & AI პროფესიონალურ სპორტში;
• ციფრული ფან-ენგეიჯმენტი და მონეტიზაცია;
• ლიდერშიპი (ედვინ ვან დერ სარის მონაწილეობით);
• სპორტული მარკეტინგი და Fundraising;
• ათლეტების მენტალური ჯანმრთელობა.