Sports Education Forum 2025 | JBS Academy x Johan Cruyf Institute თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Sports Education Forum 2025 | JBS Academy x Johan Cruyf Institute

Sports Education Forum 2025 | JBS Academy x Johan Cruyf Institute

Sports Education Forum 2025 | JBS Academy x Johan Cruyf Institute
First Republic Square 1, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 150
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

წლის ყველაზე საინტერესო სპორტული ღონისძიება — #SportsEducationForum2025 “ჯეი ბი ეს” აკადემიისა და იოჰან კრუიფის ინსტიტუტის ორგანიზებით, 20 ივნისს რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება! 

სპორტული ფორუმი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა: 

  • • გლობალური ტრენდები სპორტის ინდუსტრიაში 
  • • სტრატეგიული გეგმის მნიშვნელობა სპორტში 
  • • მარკეტინგის როლი სპორტში 
  • • სპორტული ფსიქოლოგია 

სტუმრები შეხვდებიან სფეროს პროფესიონალებსა და ლიდერებს, რომლებიც სპორტის ინდუსტრიის მთავარ თემებს განიხილავენ, გაგვიზიარებენ თავიანთ ხედვებსა და გამოცდილებას. 

სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ სპიკერებთან საინტერესო დისკუსიაში, დაესწრონ მასტერკლასებსა და ლექციებს. 

სპიკერებს შორის იქნებიან: 

• შოთა არველაძე — საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი — ნაკრების შემადგენლობაში 61 მატჩიდან მის სახელზეა 26 გოლი. 

• გაიზკა მენდიეტა — ყოფილი ესპანელი ფეხბურთელი, ცნობილი როგორც გამორჩეული ნახევარმცველი. მენდიეტამ კარიერის განმავლობაში დაიმსახურა ლა ლიგის არაერთი ტიტული, ქვეყნის შიდა თასები და ითამაშა ისეთ ტოპ კლუბებში როგორიცაა: ვალენსია, ლაციო და ბარსელონა. 

• ჟორდი პასკუალი — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული მენეჯმენტის სააგენტოს საფეხბურთო აგენტი. ის პასუხისმგებელია ფეხბურთელების პერსონალურ ბრენდინგსა და იმიჯზე. 

• მარ როვირა როდრიგეზი — ყოფილი კალათბურთელი და სპორტული ფსიქოლოგი. კარიერის განმავლობაში ის არაერთი მაღალი რანგის გუნდში თამაშობდა. 

• ლუკას დორდა — მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი კულტურის კვლევებში, სპორტის მენეჯმენტსა და მარკეტინგში. 

• დენიელ მარტინი — გამოცდილი და სერტიფიცირებული შოტლანდიელი აუდიტორი, სტრატეგიული ლიდერი, რომელიც ხელმძღვანელობს კომერციულ, ფინანსურ, ადამიანური კაპიტალის, ანალიტიკისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებებს. 

• როსიო რუიზი — სპორტის მარკეტინგის სპეციალისტი, სევილიის უნივერსიტეტის ლექტორი სპორტის მენეჯმენტის მიმართულებით.

ფოტო და ვიდეო

Sports Education Forum 2025 | JBS Academy x Johan Cruyf Institute

ადგილი

Radisson Blu Iveria Hotel
ეს სასტუმრო მდებარეობს საქართველოს დედაქალაქის, თბილისის შუაგულში, ულამაზეს მდინარე მტკვარსა და მიმდებარე მთიანეთებს შორის და არის საუკეთესო ადგილი ქალაქით სრულფასოვნად ტკბობისთვის. ჩვენი 236 ნომერი და ლუქსი გთავაზობთ უფასო მაღალსიჩქარიან Wi-Fi-ს და მთაწმინდის, ქალაქის ისტორიულ ბორცვს ან მდინარის ლანდშაფტის განსაცვიფრებელ ხედებს. გამოდით გარეთ და აღმოაჩინეთ რესტორნები, მაღაზიები და ღამის ცხოვრება რუსთაველის გამზირზე. შეგიძლიათ მოინახულოთ ახლომდებარე ატრაქციონები, როგორიცაა ძველი ქალაქი და ნარიყალას ციხე. მიირთვით იტალიური სამზარეულო რესტორანში Filini ან აზიური ფუჟენ სამზარეულო რესტორანში Umami. სცადეთ ბედი Iveria Casino-ში ან მიირთვით პრემიუმ პროცედურები Anne Semonin Spa-ში. დაისვენეთ გამაგრილებელ გარე აუზში ან ეწვიეთ სახურავზე უსასრულო აუზს, რომელიც მდებარეობს სასტუმროს მე-18 სართულზე, ქალაქის განსაცვიფრებელი ხედებით. საქმიანი მოგზაურებისთვის და ღონისძიებების დამგეგმავებისთვის, ჩვენ ვთავაზობთ სრულად აღჭურვილ ბიზნეს ცენტრს, ასევე 9 შეხვედრის დარბაზს, მოქნილ სამეჯლისო დარბაზს და კვების ოფციებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება