SPORTING ITC GEORGIA თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
SPORTING ITC GEORGIA

SPORTING ITC GEORGIA

SPORTING ITC GEORGIA
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან650
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

თარიღის არჩევა
03.06.2026
ოთხშაბათი
00:00
650
04.06.2026
ხუთშაბათი
00:00
650
05.06.2026
პარასკევი
00:00
650
06.06.2026
შაბათი
00:00
650
07.06.2026
კვირა
00:00
650

აღწერა

Sporting ITC Georgia

 

 

საფეხბურთო კლუბ “რუსთავის” ორგანიზებითა და “რუსთაველი ჯგუფის” მხარდაჭერით, 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველო პირველად უმასპინძლებს “სპორტინგის” საერთაშორისო კემპს.

 

 

Sporting ITC საფეხბურთო პროგრამაა და ეფუძნება Sporting Clube de Portugal-ის მეთოდოლოგიას, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საფეხბურთო სისტემას მსოფლიოში, რომელმაც აღზარდა კრიშტიანუ რონალდუ, ლუიშ ფიგუ, ნანი და სხვა მსოფლიო დონის ფეხბურთელები. ასევე, Sporting Clube de Portugal-ის საფეხბურთო ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ქართველ ფეხბურთელებს - გიორგი ქოჩორაშვილს და პაპუნა ბერუაშვილს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კლუბის საერთაშორისო მასშტაბსა და მის კავშირს ქართულ ფეხბურთთან.

 

 

“სპორტინგის” საერთაშორისო კემპი არის სწავლის, განვითარების და შთაგონების სივრცე, რომელიც აერთიანებს პროფესიონალურ ვარჯიშებს, საერთაშორისო გამოცდილებას, გუნდურ თამაშსა და დისციპლინას.

 

 

კემპი განკუთვნილია 6-დან 16 წლამდე ასაკის ბიჭებისა და გოგოებისთვის, როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მოთამაშეებისთვის. კემპის განმავლობაში ბავშვები გაიუმჯობესებენ ტექნიკურ უნარებს და მიიღებენ პროფესიონალურ რჩევებს “სპორტინგის” აკადემიის მწვრთნელებისგან.

 

 

კემპის დასრულების შემდეგ საფეხბურთო კლუბ “რუსთავისა” და ქალაქ რუსთავის მერიის მხარდაჭერით 2 გამორჩეული მოთამაშე გაემგზავრება პორტუგალიაში, “სპორტინგის” აკადემიის საზაფხულო ბანაკში.

 

 

Sporting ITC წარმოადგენს საფეხბურთო კლუბ “რუსთავისა” და “რუსთაველი ჯგუფის” გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს, რომლის მიზანია საქართველოში, კერძოდ რუსთავში, Sporting Academy-ს შექმნა და ევროპული საფეხბურთო სტანდარტების დანერგვა რეგიონული მასშტაბით.

ფოტო და ვიდეო

SPORTING ITC GEORGIA

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება