ჭორიკანა ქალები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ჭორიკანა ქალები

ჭორიკანა ქალები

ჭორიკანა ქალები
99/1 D.Agmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან 22
advertising
ქართული

აღწერა

რეჟისორი — დიმიტრი ხვთისიაშვილი

მხატვარი — ნინო ჩიტაიშვილი

რეჟისორის თანაშემწე — ნათია ბოშიშვილი

მუსიკალური გაფორმება — ლევან გვაზავა

მუსიკალური გაფორმება — დიმიტრი ხვთისიაშვილი

ქორეოგრაფი — გია მარღანია

ვიდეო პროექცია — ირაკლი ხვთისიაშვილი

მონაწილეობენ: თამარ ჭანუყვაძე, ლაშა გრძელიძე, გიორგი კაჭახიძე, ვახტანგ ნოზაძე, პაატა კიკვაძე, მაია ხორნაული, მაკა ბარდაველიძე, რამონა მიქელაძე, ვახო ჩაჩანიძე, ქეთი ქიტიაშვილი, მერაბ ბრეკაშვილი, გიორგი ოქრუაშვილი,ნინო არჩაია, ვახო ჩაჩანიძე.

მეთვრამეტე საუკუნის იტალიელი დრამატურგი და თეატრის რეფორმატორი კარლო გოლდონი წერდა როგორც კომედიებს, ისე ტრაგიკომედიებს, ლიბრეტოებს, ლექსებს და ა.შ. იგი იტალიური რეალისტური კომედიის ფუძემდებლად ითვლება.

გოლდონის შემოქმედება საქართველოში XIX საუკუნის მიწურულს გახდა ცნობილი პიესით „ბუზღუნა კეთილისმყოფელი“, რომელიც 1879 წელს იტალიურიდან ივანე მაჩაბელმა თარგმნა. პიესა მაშინვე დაიდგა სათაურით: „როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმს“. ქართულ სცენაზე გოლდონის სხვა პიესებიც ხშირად დადგმულა, მათ შორის: „ორი ბატონის მსახური“, „მშვენიერი ქართველი ქალი“, „სასტუმროს დიასახლისი“, „საპატარძლო აფიშით“ და სხვ.

კომედია დელ არტეს სტილში დაწერილი პიესა „ჭორიკანა ქალები“ პირველად 1750 წელს გამოიცა. გოლდონიმ ეს კომედია საგანგებოდ ვენეციის ყოველწლიური კარნავალისთვის დაწერა. სიუჟეტი ასეთია: ბეპომ და კეკინამ დაქორწინება გადაწყვიტეს, მაგრამ ჭორიკანა ქალების ავი ენები მათ ბედნიერებას ხელს შეუშლის - ქორწილის წინ ჭორიკანა ქალები მთელს ვენეციას მოსდებენ ამბავს, რომ კეკინა სინამდვილეში მამამისის შვილი არ არის, ბეპოს ეჭვის ჭია შეუჩნდება და ყოყმანს იწყებს - ამის შემდეგ იწყება დიდი ალიაქოთი და ორომტრიალი.

ასაკობრივი შეზღუდვა +10

ფოტო და ვიდეო

ჭორიკანა ქალები

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
99/1 D.Agmashenebeli avenue
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება