SpeakLab თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
SpeakLab

SpeakLab

SpeakLab
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან150
advertising
ქართული

განრიგი

07.02.2026
შაბათი
18:00
150

აღწერა

 

დაიწყე ახალი წელი ახალი შესაძლებლობებით ჩვენთან ერთად!

 SpeakLab • ვსაუბრობთ და ვკითხულობთ
კურსი მიზნად ისახავს:
 სწორი, გამართული და კულტურული მეტყველების ჩამოყალიბებას, აზრის დალაგებულად და თავდაჯერებულად გადმოცემის უნარის განვითარებას

 მოზარდებში წიგნის კითხვისა და ლიტერატურისადმი ინტერესის გააქტიურებას

 თვითგამოხატვისა და საჯარო საუბრის უნარების განვითარებას, დისკუსიისა და დებატის პრაქტიკის მეშვეობით

 თეატრალური და მხატვრული კითხვის საფუძვლების გაცნობას, ემოციის, ინტონაციისა და მხატვრული კითხვის განვითარებას

 ქართული კინემატოგრაფიის გაცნობასა და ანალიზს

 კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, განსხვავებული მოსაზრებების მოსმენისა და არგუმენტირებული შეფასების უნარის ჩამოყალიბებას

 სოციალური და საკომუნიკაციო უნარების გაძლიერებას, თანამშრომლობის, პატივისცემისა და გუნდური მუშაობის გზით.

 SpeakLab არის უნიკალური განმავითარებელი კურსი 9 - 18 წლის ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის,
სადაც სიტყვა ხდება ძალა, ხოლო კითხვა - აზროვნება.

 რას ისწავლიან SpeakLab-ში?
✔️ გამართულ და სწორ მეტყველებას
✔️ საკუთარი აზრის დალაგებულად გადმოცემას
✔️ მხატვრულ კითხვასა და ემოციურ ინტონაციას
✔️ ნაწარმოებების გააზრებასა და განხილვას
✔️ დებატებსა და ჯანსაღ დისკუსიას
✔️ ქართული კინემატოგრაფიის ანალიზს
✔️ თვითგამოხატვას და თავდაჯერებულობას

 როდის?
 7 თებერვლიდან 
 შეხვედრები: შაბათი ან კვირა
 კურსი მოიცავს 3 თვეს, 12 შეხვედრას.
ლოკაცია: ქ.თბილისი, მერაბ კოსტავას N67 - ევროპის აკადემიური ცენტრის ტრენინგ სივრცე. 

 ღირებულება: 150 ლარი 
(ერთი თვე)

 

 ასაკობრივი ჯგუფები:
 9 - 11 წელი
 12 - 14 წელი
 15 - 18 წელი
(ინდივიდუალური პროგრამა თითოეული ჯგუფისთვის)

 კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

 რეგისტრაცია ღიაა!  https://forms.gle/QmLtE2PAC6srH6cZ6
ადგილები შეზღუდულია.

 მოგვწერე დეტალებისთვის და შემოგვიერთდი Speak Lab-ში 

ფოტო და ვიდეო

SpeakLab

ადგილი

თბილისი
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება