21 საუკუნეში ჯაზმა საკუთარი საზღვრები გაარღვია და ისეთ ჟანრებს შეერწყა, როგორიცაა ჰიპ-ჰოპი და ფანკი. ეგორ პოპოვი სანქტ-პეტერბუგელი ჯაზმენი და საყვირის დამკვრელი თბილისში უნიონ ჯაზ ბარში Ultimate Answer Septet ერთად თანამედროვე ჯაზის ფიუჟენს დაუკრავს. პროგრამაში შევა ამერიკული ჯაზ-ფიუჯენ-ბენდის Snarky Puppy-ის, ფრანგული თანამედროვე ჯაზ-გრუვ Panam Panic-ის, ვირტუზი დრამერის ნეიტ სმითის და საყვირის დამკვრელების კეიონ ჰაროლდისა და ტაკუა კუროდას კომპოზიციები.
პოპოვმა საქართველოში ორი წელი გაატარა და თბილისის ჯაზის სცენის ისეთ მუსიკოსებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან რეზო კიკნაძე, ნოდარიკო ხუციშვილი, რომა რცხილაძე, გია რაქვიაშვილი, კახა ჯაგიშვილი, გიგი ცინცაძე, ჯორჯ მელი, მაია ბარათაშვილი და სხვები. ეგორმა ასევე დაუკრა თბილისის ჯაზის ორკესტრთან.
ეგორ პოპოვი ასევე უკრავდა ჯგუფ "აკვარიუმსა" და მომღერალ მანიჟასთან.
საყვირი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ჯაზურ ინსტრუმენტად. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ მასში ინახება ჯაზის სული.
Ultimate Answer septet
ეგორ პოპოვი - საყვირი
მიხაილ მინაევი - ტენორ საქსაფონი
ლაშა საყვარელიძე - ალტო საქსაფონი
ანატოლი ვოლოჩაი - კლავიშები
არსენ ბეგლიაროვი - გიტარა
ივან ლიპატოვი - ბას გიტარა
ალექსეი ფომენკო - დასარტყამი