SORRENTINO’S SOUNDSCAPES თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
SORRENTINO’S SOUNDSCAPES

SORRENTINO’S SOUNDSCAPES

SORRENTINO’S SOUNDSCAPES
22, S. Janashia St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან55 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

27.09.2026
კვირა
19:30
55 ₾

აღწერა

 

27 სექტემბერი (კვირა), 19:30

SORRENTINO’S SOUNDSCAPES

Simple Music Ensemble World & Auditoria

 

აუდიტორია გარდაიქმნება Simple Music House-ის, Simple Music Ensemble World-ის მუდმივ სივრცედ თბილისში. საკონცერტო სერიას ვხსნით პროგრამით, რომელიც პაოლო სორენტინოს ფილმების მუსიკას ეძღვნება.

 

სორენტინოსთვის მუსიკა არ არის მხოლოდ ვიზუალური მხარის თანმხლები ელემენტი; ის მისი კინემატოგრაფიული ენის დამოუკიდებელი ნაწილია. მუსიკა უპირისპირდება ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს, ქმნის კონტრასტს და ზოგჯერ პერსონაჟების შესახებ უფრო მეტს გვიყვება, ვიდრე თავად დიალოგი. 

 

მის ფილმებში გუნდი „ნეტარებათა“ ჰიმნს ასრულებს, მაშინ როცა კამერა იმ ადამიანებს ჩაუვლის გვერდს, რომლებსაც დიდი ხანია, აღარაფრის სწამთ. ლიტურგია კი მუსიკალური კლიპის მსგავსად არის მონტაჟირებული. მხიარულებას მოულოდნელად სიჩუმე ცვლის და ამ სიჩუმეში ვაცნობიერებთ, რომ ზეიმი სინამდვილეში სიკვდილს ეხებოდა. მისი ფილმები სწორედ წმინდასა და ყოფითს შორის არსებულ ამ უფსკრულზეა აგებული.

 

The Great Beauty (2013) სორენტინოს აკადემიის ჯილდო, „ოქროს გლობუსი“, BAFTA და ევროპის კინოაკადემიის ოთხი ჯილდო მოუტანა, მათ შორის - საუკეთესო ევროპული ფილმისთვის. Youth (2015) ევროპის წლის ფილმად დასახელდა, თავად სორენტინო კი - ევროპის წლის რეჟისორად.

 

ორ ათეულ წელზე მეტია, მან საკუთარი სამყარო შექმნა: რომი და ნეაპოლი, დაბერებული მამაკაცები, სილამაზე, როგორც ნუგეშის უკანასკნელი ფორმა — და თანმხლები მუსიკა, რომელშიც თანამედროვე კომპოზიტორები აღიარებულ კლასიკოსებს ხვდებიან.

 

პროგრამა

• Arvo Pärt — My Heart’s in the Highlands

• Claude Debussy — Des pas sur la neige (Footprints), Prelude No. 6 from Préludes, Book I

• Franz Schubert — Piano Trio No. 2 in E-flat major, Op. 100, D 929: II. Andante con moto

• John Cage — In a Landscape, 1948

• Lele Marchitelli — Surge of Excitement

• Max Richter — On Reflection

• David Lang — wed, ციკლიდან memory pieces, 1992

• Johann Sebastian Bach — Cello Suite No. 5 in C minor, BWV 1011: Sarabande

• David Lang — I Lie, 2001

• Vladimir Martynov — The Beatitudes

პროგრამა შესაძლოა შეიცვალოს.

 

შემსრულებლები

🎹 ფორტეპიანო — გერმან მარხასინი 

🎻 ვიოლინო — მარგარიტა ჩერნიაშევსკაია 

🎻 ჩელო — ნიკიტა კრავეც 

 

კარი გაიღება: 19:30

კონცერტი იწყება: 20:00

 

🎻 Simple Music Ensemble World — საერთაშორისო კამერული მუსიკის პროექტია, რომელმაც 2018 წლიდან დღემდე მსოფლიოს 200-ზე მეტ ქალაქში 4 000-ზე მეტი კონცერტი გამართა.

💳 55 GEL - წინასწარი გაყიდვის ფასი

60 GEL - ადგილზე შეძენისას

ბილეთის ფასში შედის ერთი ჭიქა ღვინო.

 

ფოტო და ვიდეო

SORRENTINO’S SOUNDSCAPES

ადგილი

Auditoria
ბარი, ყავა, ივენთები, წიგნის მაღაზია, კოვორკინგი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება