SORRENTINO'S SOUNDSCAPES
Simple Music Ensemble World & Auditoria
„აუდიტორია“ ხდება Simple Music House Tbilisi — Simple Music Ensemble World-ის მუდმივი რეზიდენცია თბილისში. ახალი საკონცერტო სერია იხსნება პროგრამით, რომელიც პაოლო სორენტინოს ფილმების მუსიკას ეძღვნება.
სორენტინოსთვის მუსიკა მხოლოდ ვიზუალური რიგის გაფორმება არ არის — ის მისი კინემატოგრაფიული ენის სრულფასოვანი ნაწილია. ზოგჯერ მუსიკა ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს ეწინააღმდეგება, ზოგჯერ კი პერსონაჟებზე უფრო მეტს გვიყვება, ვიდრე თავად დიალოგები.
მის ფილმებში წმინდა და ყოველდღიური, სიჩუმე და ხმაური, სილამაზე და მარტოობა მუდმივად ეჯახება ერთმანეთს. სწორედ ამ კონტრასტებზეა აგებული მისი უნიკალური კინემატოგრაფიული სამყარო.
ფილმმა „დიდი სილამაზე“ (The Great Beauty, 2013) სორენტინოს მოუტანა „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, BAFTA და ევროპის კინოაკადემიის ოთხი ჯილდო, მათ შორის — წლის საუკეთესო ფილმის ტიტული. „ახალგაზრდობა“ (Youth, 2015) კი ევროპის საუკეთესო ფილმად დასახელდა, ხოლო თავად სორენტინო — ევროპის საუკეთესო რეჟისორად.
პროგრამა
Arvo Pärt — My Heart's in the Highlands
Claude Debussy — Des pas sur la neige
Franz Schubert — Piano Trio No. 2: II. Andante con moto
John Cage — In a Landscape
Lele Marchitelli — Surge of Excitement
Max Richter — On Reflection
David Lang — wed
Johann Sebastian Bach — Cello Suite No. 5: Sarabande
David Lang — I Lie
Vladimir Martynov — The Beatitudes
პროგრამაში შესაძლებელია ცვლილებები.
შემსრულებლები
გერმან მარხასინი — ფორტეპიანო
მარგარიტა ჩერნიშევსკაია — ვიოლინო
ნიკიტა კრავეცი — ჩელო