SORRENTINO'S SOUNDSCAPES
Simple Music Ensemble World & Auditoria
„აუდიტორია“ ხდება Simple Music House Tbilisi — Simple Music Ensemble World-ის მუდმივი რეზიდენცია თბილისში.
კონცერტების სერიას ვხსნით პროგრამით, რომელიც პაოლო სორენტინოს ფილმების მუსიკას ეძღვნება.
სორენტინოსთვის მუსიკა მხოლოდ გამოსახულების თანხლება არ არის — ის კინემატოგრაფიული ენის დამოუკიდებელი ნაწილია. მუსიკა ქმნის კონტრასტს, ეკრანზე განვითარებულ მოვლენებს უპირისპირდება და ზოგჯერ პერსონაჟებზე უფრო მეტს გვიყვება, ვიდრე დიალოგები. მის ფილმებში ლიტურგია შეიძლება კლიპად იქცეს, წვეულება — სიკვდილზე დაფიქრებად, ხოლო საკრალური მუდმივად ეჯახება ყოველდღიურს.
კლასიკური მუსიკა, თანამედროვე კომპოზიციები და ლელე მარკიტელის ორიგინალური საუნდტრეკები ერთიანდება და ქმნის დამოუკიდებელ, განსაკუთრებულ ხმოვან სამყაროს.
27 სექტემბერს ეს სამყარო ცოცხლად აჟღერდება.