SON LUX - ACADEMY - TBILISI თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
SON LUX - ACADEMY - TBILISI

SON LUX - ACADEMY - TBILISI

SON LUX - ACADEMY - TBILISI
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან70
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

31.10.2026
შაბათი
21:00
70

აღწერა

31 ოქტომბერი - SON LUX
უნიკალური მუსიკალური გამოცდილება, რომელიც არ დაგავიწყდება. 31 ოქტომბერს წარმოგიდგენთ, ოსკარის ნომინანტი, ამერიკული პოსტ-როკ ბენდის - Son Lux კონცერტს, აკადემიაში.

 

Son Lux ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს დამკვიდრებული წარმოდგენები მუსიკის შექმნის პროცესზე, ააგოს საკუთარი ჟღერადობა მოლეკულურ დონეზე და ჩამოაყალიბოს მუსიკალური ენა, რომელიცცნობისმოყვარეობასა და საპირისპიროთა დაბალანსებას ეფუძნება. ორი ათწლეულის განმავლობაშიბენდმა მრავალი ჩანაწერი გამოუშვა, რომლებსაც გულწრფელი ემოციური ინტიმურობა და ზედმიწევნითზუსტი ელექტრონული კონსტრუქციები ახასიათებს, და დაუკრა მსოფლიოს წამყვან საკონცერტოსივრცეებსა თუ ფესტივალებზე.

 

ჯგუფმა შექმნა საუნდტრეკი კინოკომპანია A24-ის ფილმისთვის „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ (Everything Everywhere All at Once), რომელმაც „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში „ოსკარი“ მოიპოვა, ხოლო თავად ბენდმა ამ ნამუშევრისთვის ამერიკული კინოაკადემიის ორი ნომინაცია და BAFTA დაიმსახურა. მათვე ეკუთვნით Marvel Studios-ის ფილმის Thunderbolts* (2025) და მომავალიკინოსურათის Your Mother Your Mother Your Mother (2026) მუსიკალური გაფორმება.

 

კარის გახსნა: 21:00

 

ასაკობრივი შეზღუდვა 16+ (არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ სრულწლოვანი პასუხისმგებელიპირის თანხლებით)

 

მისამართი: საქართველოს კინოაკადემია | თბილისი

 

ღონისძიების დატოვების შემთხვევაშისტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.

 

 

 

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

SON LUX - ACADEMY - TBILISI

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება