საზაფხულო კინოჩვენებები - Sommerkino 2026 | გეორგ ვილჰელმ პაბსტი - Weimarer Kino revisited
3 ივლისი | 21:00
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ეზო (ზანდუკელის ქ. 16)
დასწრება თავისუფალია.
ზაფხულის საღამოები, მუნჯი კინოს კლასიკა და ცოცხალი მუსიკა - საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ამ ზაფხულის კინოპროგრამას წარმოგიდგენთ.
წლევანდელი ჩვენებები ვაიმარის რესპუბლიკის კინემატოგრაფის ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ და მასშტაბურ ფიგურას, რეჟისორ გეორგ ვილჰელმ პაბსტს, ეძღვნება.
პაბსტის ფილმები გამოირჩევა ღრმა ფსიქოლოგიზმითა და სოციალური პრობლემატიკის სიმწვავით წარმოჩენით - ის მართლაც საოცარი სიზუსტით გრძნობდა ადამიანის ბუნებას და თამამად, შეულამაზებლად აჩვენებდა საკუთარი დროის რეალობას.
3 ივლისი:
„პანდორას მემკვიდრეობა“ / Pandoras Vermächtnis (2024)
რეჟისორი: ანგელა ქრისტლიბი
ფილმის შესახებ:
ანგელა ქრისტლიბის ეს დოკუმენტური სურათი გეორგ ვილჰელმ პაბსტის ცხოვრებასა და მის მომნუსხველ შემოქმედებით სამყაროში გვამოგზაურებს. ფილმი რეჟისორის მემკვიდრეობას აანალიზებს და გვიჩვენებს, თუ როგორ ახერხებდა ის თავისი დროის ყველაზე მწვავე, ტაბუდადებული თემების ეკრანზე გაცოცხლებას. ეს არის კინემატოგრაფიული მცდელობა, ახლებურად დავინახოთ ავტორი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო კინოს ისტორიაში.
ფილმს თან ახლავს სუბტიტრები ინგლისურ და ქართულ ენებზე (თარგმანი: მარიამ პაიჭაძე).
ჩვენების დასრულებისთანავე გაიმართება დისკუსია კინომცოდნე მარიამ თვალავაძესთან ერთად.
გელოდებით 3 ივლისს გოეთეს ინსტიტუტის ეზოში! ![]()
![]()