პროფესორ ბორის ბლოხის სოლო - კონცერტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
პროფესორ ბორის ბლოხის სოლო - კონცერტი

პროფესორ ბორის ბლოხის სოლო - კონცერტი

პროფესორ ბორის ბლოხის სოლო - კონცერტი
8, Griboedov street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან20
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

29.04.2026
ოთხშაბათი
18:00
20

აღწერა

საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი პროფესორი ბორის ბლოხის სოლო-კონცერტი კონცერტზე შესრულდება მოცარტის, ლისტის, შოპენის, ჩაიკოვსკის და რახმანინოვის ნაწარმოებები.


კონცერტი ეძღვნება დიმიტრი ბაშკიროვის ხსოვნას.


ოდესაში დაბადებული პიანისტი და დირიჟორი ბორის ბლოხი დიდი ხანია აღიარებულია კლასიკური და რომანტიკული საფორტეპიანო მუსიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემსრულებლად. გერმანულენოვანი სამყაროს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ლიტურატურათმცოდნემ და კრიტიკოსმა მარსელ რაიხ-რანიცკიმ ბორის ბლოხი „მძვინვარე პოეტად“ მოიხსენია. ბორის ბლოხი სწავლობდა მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ მსოფლიოში აღიარებული პიანისტები - დიმიტრი ბაშკიროვი და ტატიანა ნიკოლაევა. იგი გახლავთ „ფერუჩო ბუზონის“, არტურ რუბინშტეინის და კიდევ მრავალი სხვა საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებული. მისი საკონცერტო მოღვაწეობა მოიცავს როგორც სოლო, ასევე გამოსვლებს მსოფლიოს მნიშვნელოვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან ერთად.

 

I

ი. ბრამსი - ვალსები, თხზ. 39 N. 1,3,4,2,6,11,15

ვ. ა. მოცარტი - სონატა KV 282, მი-ბემოლ მაჟორი

ფ. ლისტი - "Bénédiction de Dieu dans la Solitude" S. 173/3,

"Funérailles" S. 173/7

(ციკლიდან Harmonies poétiques et religieuses)
 

II

ს. რახმანინოვი - ელეგია, თხზ.3/1,

ეტიუდ-სურათები, თხზ. 33 N 6, 3, 2.

პ. ჩაიკოვსკი - Valse Sentimentale თხზ. 51/6, Dialogue თხზ. 72/8, 

Un poco di Chopin თხზ. 72/15

ფ. შოპენი - ორი ეტიუდი (თხზ. 10-დან და თხზ. 25-დან)

ფოტო და ვიდეო

პროფესორ ბორის ბლოხის სოლო - კონცერტი

ადგილი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება