სოფი იხსენებს ზაფხულის დასვენებას მამასთან ერთად. ეს არის ის იშვიათი ფილმი, რომელშიც მზიანი ბავშვური უდარდელობა და ძვალამდე შემაძრწუნებელი შიში თანაარსებობენ. მაყურებლისთვის, ისევე როგორც წამოზრდილი გმირისთვის, აშკარაა, რომ ეს ისტორია კარგით ვერ დასრულდება: მუდმივად გვანიშნებენ, რომ აი-აი ახლა უნდა მოხდეს ტრაგედია. მაგრამ ის არ მოდის. და კვლავ გვაფლავენ ზღვისპირა სასტუმროს all included-ის აუზში, კოქტეილებში, შეზლონგებში, ბილიარდსა და სხვა მარტივ ტურისტულ სიხარულებში. და ისევ გვჯერა (რადგან გვინდა გვჯეროდეს), რომ ამ მზიან სამყაროში არაფერი ცუდი არ შეიძლება მოხდეს.