თუ Sol de Janeiro გიყვარს ან მისი სურნელების გაცნობა დიდი ხანია გინდა, 8 დეკემბერს რესპუბლიკა ივენთ ჰოლში გელოდებით.
მოდი მეგობრებთან ერთად - გამოსცადე ბრენდის ბესტსელერები და სიახლეები, შეარჩიე შენი ფავორიტი სურნელი და გაატარე საღამო მუსიკისა და ბრაზილიური რიტმების ფონზე.
მუსიკაზე DJ Endorphins იზრუნებს მელოდიური, ემოციური და ენერგიული სეტებით. სივრცეში სამბა, თამაშები და Sparkle Station დაგხვდება, სადაც შენს Sol de Janeiro-ს პროდუქტს ბრჭყვიალა დეტალებით გააფორმებ და საკუთარ დიზაინს შექმნი.
თითოეულ სტუმარს ბრენდისგან საჩუქრები და ბევრი სიურპრიზი ელის.
8 დეკემბერი | 18:00 - 22:00
რესპუბლიკა ივენთ ჰოლი
ასაკობრივი შეზღუდვა: 16+
ბილეთები
Early Bird — 50 ₾
პირველი კალათა — 60 ₾
მეორე კალათა — 70 ₾
ბილეთის ფასში შედის ყველა ზონასა და აქტივობაზე წვდომა და საჩუქრები.
საქართველოსა და ამიერკავკასიაში Sol de Janeiro-ს ოფიციალური ექსკლუზიური დისტრიბუტორი: Venora Maison.