სპექტაკლი "მერე რა,რომ სველია,სველი იასამანი" მოგვითხრობს საქართველოს უახლეს წარსულზე ე.წ "დაკარგულ თაობაზე",იმაზე რასაც ადამიანის გონება ხშირად ივიწყებს ან არ ცდილობს მის გახსენებას...მოქმედება ვითარდება 90-იან წლებში , ლიმონათის მიტოვებულ ქარხანაში რომელიც საერთო საცხოვრებლადაა ქცეული, სადაც აფხაზეთის ომგამოვლილი 3 განარკომანებული მეგობარი იმალება, ემალებიან "ქურდებს,პოლიციას,საკუთარ ოჯახებს".აქვე ცხოვრობს ნია პარალელური "საქართველოდან" რომელიც ზებუნებრივი ძალებითაა დაჯილდოვებული და ცდილობს მათ დახმარებას , გამოსწორებას.ის არის ერთადერთი იმედი ვისაც მათი ფუნქციადაკარგული ცხოვრების შეცვლა შეუძლია.
რეჟისორი - თორნიკე სულაბერიძე
მხატვარი - ილია საჯაია
ტექნიკური რეჟისორი - თამუნა ფარულავა
კომპოზიტორი - გიორგი ჯღარკავა
მონაწილეობენ:
ბაჩა - ირაკლი სამუშია,
გიო - გიგა აბულაძე,
კოსტა - სანდრო ჩიხლაძე,
ნია - მარიამ მღებრიშვილი,
თეა - ქეთი მაქაცარია,
დევი - ზურაბ ლაშხია,
ლალი - ლანა ფიფია,
გელა - მერაბ კაკალია,
დაბალი - კობა მატკავა.
ასაკობრივი შეზღუდვა: 16+.