თოვლის გუნდა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
თოვლის გუნდა

თოვლის გუნდა

თოვლის გუნდა
136, D. Agmashenebeli Ave.
ბილეთის ფასი
დან15
ქართული

განრიგი

21.06.2026
კვირა
12:00
15

აღწერა

თოვლის გუნდა - ასე ქვია მორიგ პრემიერას, რომელსაც თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი პატარა მაყურებელს სთავაზობს. ქართულ თეატრში პირველად ცნობილი ანიმაციური ფილმის - ,,მე წვიმად მოვალ“ პერსონაჟები სცენაზე ცოცხლდებიან. ამჯერადაც სპექტაკლი თოვლის გუნდასა და პატარა გოგონას მეგობრულ ურთიერთობაზე მოგვითხრობს, რომლებიც განსხვავებულ ვითარებაში ეცნობიან ერთმანეთს. ორი მხატვრული პერსონაჟის ურთიერთობა სამყაროს თავისებურ შემეცნებას, მეგობრობისა და სიყვარულის მარადიულ იდეალებს გამოხატავს. გოგონა კითხვას და მეტყველებას ასწავლის, თავის მხვრივ თოვლის გუნდა კი აცნობს თოვლის საფარ ქვეშ მოქცეულ სამფლობელოს საიდუმლოებებს და პატარა მაყურებელს ფერად თავგადასავლებში  ამოგზაურებს.

 

წარმოდგენისთვის დრამატურგ ნინია სადღობელაშვილის მიერ სპეციალურად შეიქმნა პიესა, რომელიც რეჟისორმა გიორგი ჭანტურიამ განახორციელა. ასევე სპექტაკლში ჟღერს კარგად ცნობილი სიმღერები, რომლის არანჟირებაც ლევან გვაზავს ეკუთვნის. დადგმის კულტურის თვალსაზრისით მთელი წარმოდგენის კონცეფცია ცნობილ ანიმაციას ეფუძვნება, სადაც პერსონაჟები თოჯინების სახით არიან წარმოდგენილნი.  აქვე ვხვდებით დამატებით მზისა და ღრუბელის მხატვრულ პერსონაჟებსაც. სანახაობითად მრავალფეროვანი დეკორაცია და ცნობილი მომღერლების - ნუგზარ კვაშალისა და მანანა თოდაძის გახმოვანება კიდევ უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის მთელ წარმოდგენას.  

 

ფოტო და ვიდეო

თოვლის გუნდა

ადგილი

თოჯინების თეატრი
გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (თბილისის თოჯინების ქართული თეატრი) — თოჯინების პირველი პროფესიული სახელმწიფო თეატრი საქართველოში, დაარსდა 1934 წელს თბილისში გ. მიქელაძის თაოსნობით, რომელიც იყო პირველი ხელმძღვანელიც. სსრკ-გერმანიის ომის წლებში (1942–1945) თეატრში იდგმებოდა ომის თემაზე შექმნილი სპექტაკლები: კ. გოგიაშვილის „რუხი მგელი“, ს. სერპინსკის „როგორ მისყიდა ჰიტლერმა სული ეშმაკს“ და სხვა. 1940-50 წლებში იდგმებოდა აგრეთვე სპექტაკლები მოზრდილთათვის. უკვე ამ პერიოდში თეატრი წარმატებით ფლობდა თოჯინის მართვის ყველა სისტემასა და ყველა სცენურ ფორმას. თეატრი სისტემატურად წარმატებით მონაწილეობდა თოჯინების თეატრების საქართველოს, ამიერკავკასიის და საერთაშორისო ფესტივალებსა და სიმპოზიუმებში. 1960 წლიდან თოჯინების სახელმწიფო თეატრი უნიმას კოლექტიური წევრია.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება