პიესის ავტორი და რეჟისორი - ზურაბ კანდელაკი
პროექტის ავტორები - ზურაბ კანდელაკი, კობა ცხაკაია
მხატვარი - სოფო მარიამ ქორიძე
მუსიკალური გაფორმება - ზურაბ კანდელაკი
ხმის რეჟისორი - თაზო კანდელაკი
რეჟისორის თანაშემწე - სვეტლანა გოგოხია
მონაწილეობენ:
სალომე - ლილი ხურითი
გიორგი - გივი ჩუგუაშვილი
ჟანრი: დრამა
ერთი მოქმედება
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 1სთ და 10 წთ.
ზურაბ კანდელაკის ნაწარმოები, „მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის“ აფხაზეთიდან დევნილ მსახიობებზეა. გარკვეულ მიზეზთა გამო, ისინი თოქ შოუს ჩაწერაზე ხვდებიან, სადაც უნდა გაირონ ქასთინგი და კომისიის დავალებით, მათ მიერ ნათამაშები როლებიდან, სხვადასხვა ნაწყვეტი შეასრულონ. მუშაობა - რეპეტიციის პროცესში, ისინი სოხუმის თეატრს და იქაურ განუმეროებელ ატმოსფეროს იხსენებენ; და ასევე ყვებიან საკუთარ ისტორიებს, აღსავსეს სევდით, იუმორით, ტრაგიზმითა და ოპტიმიზმით...
(პიესაში გამოყენებულია ციტატები ტენესი უილიამსის, რიჩარდ ჰარვურდის
და უილიამ საროიანის პიესებიდან. იგორ სევერიანინის ლექსი თარგმნა ნინო დარბაისელმა).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში არ დაიშვება!
ასაკობრივი შეზღუდვა: 7+