პიესა “სიმარტოვე” - 90იან წლებში დაიწერა და დაიდგა კიდეც და ამის მიუხედავად იგი დღესაც ადაპტირებადი და აქტუალურია. ეს პიესა არის ხელოვან ცოლ ქმარზე, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, უყვართ ერთმანეთი, მაგრამ საოცარ სიმარტოვეს განიცდიან. ავტორი იყენებს სოციალურ პრობლემებს სიდუღჭირეს, როგორც აპრიორს ურთიერთობის გაუბრალოებისა და გაფერმკრთალების. პიესა საინტერესოა თავისი ეგზისტენციალური გადაწყვეტით. სცენაზე ცოლქმართან ერთად ცხოვრობენ მათი ფიქრები. მწერლის სურვილი იყო ფიქრები ყოფილიყვნენ მოქმედი არტისტები და არა ხმის ჩანაწერი. ეს ფიქრები გამოყენებულია როგორც , ქვეტეკსტები. ამ ხერხით ეს პიესა არ დადგმულა არსად. ნაწარმოებში კარგად ჩანს დემოგრაფიული პრობლემები, როგორ აფერმკრთალებს სიყვარულს.მწერლი კაცი, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი შემოქმედებით არჩინოს ოჯახი. Ხელოვანი ცოლი, რომელიც მუშაობს და მცირედი ხელფასი აქვს უწევს მშობლებისგან ისესხოს მუდმივად ფული. ამ სიდუხჭირის ფონზე ჩნდება კონფლიქტი, რომელიც მიდის ოჯახის დაშლამდე, მაგრამ სიყვარულის ენერგია მუდმივად აერთიანებთ მათ. პრობლემა კი იმაშია, რომ ადამიანები არ ლაპარაკობენ იმაზე რაზეც ფიქრობენ. ამ დანაკლის კი ფარავენ იუმორსა თუ ცინიზმს უკან. კარგად ჩანს დამოკიდებულება და სტერეოტიპული აზროვნება ოჯახის ინსტიტუტის მიმართ, თითქოს სოციალური პიესა საკმაოდ სევდიან მელოდრამად იქცევა აფსურდული შტრიხებით.
“ჯიბის თეატრი”-ს დასი ემსახურება ქართველი თანამედროვე დრამატურგების მოძებნას და მათ პოპულარიზაციას. ამჯერად ეს ბედი მამუკა სალუქვაძეს ერგო, რადგან მამუკა ადრე გარდაიცვალა, მისი პიესა კი დღესაც საოცრად თანამედროვედ ჟღერს თავისი გადაწყვეტილებით, რომ სცენაზე გმირებთან ერთად მათი ფიქრებიც ცხოვრობენ. უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქოტორია ის რომ გავაცნოთ ქართულ აუდიტორიას , თანამედროვე დრამატურგი და მისი ნაწარმოებები .
დასაწყისი: 20:00
Silk Factory Studio წარმოადგენს მულტიფუნქციურ სივრცეს, სადაც გაერთიანებულია საქართველოში ყველაზე დიდი რესურსის მქონე კინოგაქირავების ბაზა, პავილიონები, კინოს, ხმის, პოსტ პროდაქშენ სტუდიები, სამხატვრო გალერეა, თეატრი, სამკერვალო და რეკვიზიტები. კომპანია მიზნად ისახავს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროდუქტის შექმნას.