შინელი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
შინელი

შინელი

შინელი
2/4 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან30
advertising
რუსული

აღწერა

პეტერბურგული მოთხრობები შინელი - ერთ ერთი ყველაზე ცნობილი და იდუმალი ნაწარმოებია არამარტო რუსეთში, არამედ მსოფლიო ლიტერატურაშიც. სიუჟეტის ინტერპრეტაცია მრავალრიცხოვანია და ყველა თავისებურად დამაჯერებლად ჟღერს. რეჟისორი, ავთანდილ ვარსიმაშვილი შინელი-ს თავისებურ აღქმაში, გოფმანის ინტერპრეტაციას მისდევს, მაგრამ, როგორც ყოველთვის თავისი გზით. ის არღვევს ქრესტომათიულ კლიშეს -მაყურებლის წინაშე არ წარსდგებიან კლასიკური გოგოლის პრესონაჟები, არამედ, მსახიობები რომლებიც ათამაშებენ შინელს პირდაპირ სცენაზე აქ და ეხლა. ეს არის სპექტაკლი ფეერია, სპექტაკლი ფანტასმაგორია, სპექტაკლი-ჯადოსნური პრიზმა და ის არის სიყვარულზე. აკაკი აკაკევიჩი გრიბოედოვის თეატრის სცენაზე - არა დაჩაგრული პატარა ადამიანია, რომელსაც არაფერი არ შეუძლია, ის შემოქმედია-ასოების მხატვარი. ბაშმაჩკინი შინელზე კი არ ოცნებობს, არამედ სიყვარულზე და საბოლოო ჯამში პოულობს, თუმცა უვნებელ მწუხარე ადამიანს, ამ სიყვარულს უბრალოდ მოპარავენ.

ფოტო და ვიდეო

შინელი

ადგილი

ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრი
ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრი
2/4 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი - პირველი პროფესიონალური თეატრალური ჯგუფი კავკასიაში, უძველესი რუსული თეატრი პოსტსაბჭოთა სივრცეში. თეატრი დაარსდა თბილისში 1845 წლის 20 სექტემბერს კავკასიის გუბერნატორის, გრაფ მ. ვორონცოვის მოთხოვნით. უამრავმა გამოჩენილმა ადამიანმა დაიწყო თავისი კარიერა გრიბოედოვის თეატრიდან. ​1999 წლიდან თეატრს ხელმძღვანელობს ავთანდილ ვარსიმაშვილი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წელს გრიბოედოვის თეატრმა მიიღო თეატრის ვარსკვლავის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო რუსული თეატრი საზღვარგარეთ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება