მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ბუნებრივი ღვინის სალონი ,,შერეკილები“ გაიმართება 2025 წლის 4 მაისს, 12:00-დან 17:00-მდე მცხეთის რაიონის სოფ. ჩარდახში, იაგოს მარანში.
რამაზ ნიკოლაძე, იაგო ბიტარიშვილი და მეგობრები გეპატიჟებიან ბუნებრივი ღვინის სალონ-დეგუსტაციაზე, სადაც შეძლებთ დააგემოვნოთ სხვადასხვა მარნებისა (12 მარანი) და რეგიონების ღვინოები და ისიამოვნოთ მეღვინეებთან ურთიერთობით.
ღონისძიების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ის ღვინოებო რომლებსაც ვერ შეხვდებით ქართულ ბაზარზე.
შერეკილებზე შეგიძლიათ ისიამოვნოთ გემრიელი ტრადიციული სამზარეულოთი.
15 წლამდე ბავშვების შესვლა უფასოა