შერეკილები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
შერეკილები

შერეკილები

შერეკილები
ვილა ჩარდახი მცხეთა
ბილეთის ფასი
დან30
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

03.05.2026
კვირა
12:00
30 ₾ - 50
30 ₾ - 50
ვრცლად

აღწერა

შერეკილები / Sherekilebi – ბუნებრივი ღვინის სალონი
 

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ბუნებრივი ღვინის სალონი „შერეკილები“ წელს მეხუთედ გაიმართება და ჩატარდება 2026 წლის 3 მაისს, 12:00–17:00 საათამდე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩარდახში — იაგოს მარანში.
 

რამაზ ნიკოლაძე, იაგო ბიტარიშვილი და მეგობრები გეპატიჟებიან ბუნებრივი ღვინის სალონ-დეგუსტაციაზე, სადაც შეძლებთ დააგემოვნოთ 15 სხვადასხვა მარანის ღვინოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და უშუალოდ შეხვდეთ მეღვინეებს.
 

ფესტივალის სახელწოდება „შერეკილები“ ცოტაოდენ ირონიასაც ატარებს და სიყვარულით ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ გზას მიჰყვებიან — ენდობიან ბუნებას, ექსპერიმენტობენ და თავისუფლად ქმნიან ღვინოს.
 

შერეკილები – როცა ღვინო ბუნებას ენდობა, მეღვინე კი თავისუფლებას.
 

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც ცნობილი, ასევე ახალი მცირე მარნები. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნონ და შეიძინონ ისეთი ღვინოებიც, რომლებიც ხშირად იშვიათად გვხვდება ქართულ ბაზარზე.
 

ღონისძიებას განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის ტრადიციული ქართული სამზარეულო, მყუდრო გარემო, სასიამოვნო მუსიკა და ღვინის მოყვარულთა მეგობრული საზოგადოება.

 

ბილეთის ფასი:

I კალათა - 30₾

II კალათა - 40₾

III კალათა - 50₾

კარზე - 50₾

 

 

15 წლამდე ბავშები დაიშვებიან უფასოდ.

ფოტო და ვიდეო

შერეკილები

ადგილი