მენიუ
SOLO Kids-ის ფარგლებში თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი თქვენს შვილებს იწვევს გამოფენაზე − „შეხვედრის ადგილი: მთები“, რომელიც 9 ქართველი და საერთაშორისო ფოტოგრაფის, ვიზუალური ხელოვანისა და მკვლევრის ნამუშევრებს აერთიანებს
გამოფენის დათვალიერების შემდეგ პატარები დაესწრებიან ვორქშოფს − „ფოტოგრამები: გამოსახულება კამერის გარეშე”, რომელსაც გაუძღვება ფოტოგრაფი გიორგი შენგელია
მონაწილეები გაეცნობიან ფოტოკამერის გარეშე გამოსახულების მიღების პრინციპებსა და შესაძლებლობებს და მენტორის დახმარებით თავადაც შექმნიან ფოტოგრამებს სხვადასხვა ობიექტის, საგნისა და მცენარისგან
ფოტოგრამა გამოსახულების მიღების ერთ-ერთი უძველესი ალტერნატიული და ექსპერიმენტული მეთოდია და უკამეროდ, მხოლოდ სინათლის მეშვეობით ობიექტების გამოსახულების მიღების შესაძლებლობას იძლევა
ვორქშოფის ბოლოს შექმნილი ფოტოგრამებისგან მონაწილეები ააწყობენ pop-up გამოფენას
გაითვალისწინეთ, მასტერკლასს ბავშვები დაესწრებიან დამოუკიდებლად, მშობლების გარეშე.