შაბათს გეპატიჟებით შემოქმედებით ღონისძიებაზე.
პროექტის ორგანიზატორები ეყრდნობიან ფრანგული წერითი ატელიეების საერთაშორისო გამოცდილებას, ამერიკულ poetry therapy-ს და შემოქმედებითი თვითგამოხატვის სხვა თანამედროვე პრაქტიკებს.
შეხვედრაზე გელით:
• წამყვანის მიერ მომზადებული წერითი დავალებები
• თითოეული დავალებისთვის გამოყოფილი დრო
• შესაძლებლობა სიტყვებით გამოხატოთ საკუთარი ფიქრები და განცდები
• მოისმინოთ საკუთარი თავი და სხვები
• ერთად დააკვირდეთ იმ შემოქმედებით „ალქიმიას“, რომელიც ჩნდება ცარიელ ფურცელთან სპონტანური შეხვედრისას და საკუთარი ტექსტის დაბადების პროცესში
ეს არ არის მწერლობის სკოლა და არც ლიტერატურული წრე, თუმცა პერიოდულად მივმართავთ პოეტების, მწერლების, ფილოსოფოსებისა და დრამატურგების ტექსტებს — თავადაც დავწერთ და ერთად განვიხილავთ ტექსტებს.
ამ შეხვედრის მიზანი არ არის დასრულებული ლიტერატურული ნაწარმოების შექმნა.
მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს — წერის გამოცდილება საჭირო არ არის.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ეს არ არის თერაპიული ჯგუფი წერითი პრაქტიკების გამოყენებით.
თუმცა, როგორც ნებისმიერ შემოქმედებით პროცესს, ამ გამოცდილებასაც შეიძლება ჰქონდეს თერაპიული ეფექტი.
მობრძანდით — შესაძლოა „თვითწერის სტუდია“ სწორედ ახლა თქვენ გჭირდებათ.
შეხვედრას გაუძღვება ფსიქოთერაპევტი.
ფორმატი ასევე იძლევა შესაძლებლობას, რომ თითოეული მონაწილე გახდეს თანაწამყვანი და მომავალში სხვადასხვა ფორმატში გაავრცელოს „თვითწერის სტუდიის“ იდეა.
🗓 16 მაისი, 17:00
📍 ბეთლემი 23, Tbilisi
შესვლა — ნებისმიერი ნომინალის თანხით
რეგისტრაცია — პროფილში მითითებულ ბმულზე.