თვითშეფასება თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
თვითშეფასება

თვითშეფასება

თვითშეფასება
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან50 ₾
ქართული

განრიგი

28.09.2026
ორშაბათი
20:00
50 ₾

აღწერა

💡 28 სექტემბერს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქოლოგ მარინა კაჭარავასთან თემაზე: „თვითშეფასება".

 

შეხვედრაზე ვისაუბრებთ, რისგან შედგება თვითშეფასება, როგორ ყალიბდება ის ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და რა გავლენას ახდენს ჩვენს არჩევანებზე, ურთიერთობებსა და ქცევაზე.

 

👉 განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საკუთარი თავის მიმართ მიმღებლობას, ემპათიასა და გულწრფელობას, როგორც ადეკვატური თვითშეფასების მნიშვნელოვან საფუძვლებს. ასევე განვიხილავთ იმ მექანიზმებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია საკუთარ თავთან დამოკიდებულების შეცვლა და უფრო ჯანსაღი, რეალისტური თვითშეფასების ჩამოყალიბება.

 

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო.

 

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი.

ფოტო და ვიდეო

თვითშეფასება

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება