სეილემის პროცესი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
სეილემის პროცესი

სეილემის პროცესი

🎥რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი👨🏻‍🎨მხატვარი: ლომგულ მურუსიძე💼რეჟისორის თანაშემწე: თამაზ ქარაული🎼მუსიკალური გაფორმება: ზურაბ გაგლოშვილი🕺🏻ქორეოგრაფი: გია მარღანია👨🏻‍🎨ადაპტირებული სცენური ვერსიის ავტორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი➡️მონაწილეობენ: თამარ მამულაშვილი, ვამეხ ჯანგიძე, ხატია მელქაძე, თამარ ჭანუყვაძე, გიორგი კაჭახიძე, ვახტანგ ნოზაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, კახაბერ ჭოლაძე, ვახტანგ ჩაჩანიძე, სალომე წურწუმია, გიორგი მაისურაძე, შალვა ანთელავა, ნუგზარ ყურაშვილი, დავით როსტომაშვილი, ქეთი ჩაჩუა, ირინე კუკულაძე, ნათია კუპატაძე, თეკლა ჯავახაძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე, ია ჭილაია, თამარ ცქვიტინიძე, ელენე მახნიაშვილი, მარიამ ხუხუნაიშვილი. დასაწყისი: 19:00
სეილემის პროცესი
99/1 D.Agmashenebeli avenue
advertising
ქართული

აღწერა

1692 წელს, მასაჩუსეტის პატარა ქალაქ სეილემში მომხდარი ტრაგედია - პატარა გოგონების თითქოსდა უწყინარი „ბავშვური“ თამაში, რომელიც საბოლოოდ დრამატულ სასამართლო პროცესში გადაიზარდა. ორად გახლეჩილი საზოგადოება, „კუდიანებზე ნადირობა“ და ადამიანთა ბედით თამაში, სიყვარული და შურისძიება, უფლის სახელით ჩადენილი ცოდვა და ცხოველური ვნებები, რომელსაც ხალხი მასობრივ ისტერიამდე მიჰყავს - ეს თემები მეოცე საუკუნის სახელგანთქმულმა ამერიკელმა დრამატურგმა, არტურ მილერმა თავის ცნობილ პიესაში ასახა. „სეილემის პროცესი“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი უფროსი თაობის მაყურებლისთვის

ფოტო და ვიდეო

სეილემის პროცესი

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
99/1 D.Agmashenebeli avenue
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება