ზღვა, მიწა და სიყვარული: წლის ყველაზე რომანტიკული ვახშამი Sakhli-ში
14 თებერვალი მხოლოდ თარიღი არ არის — ეს არის მიზეზი დრო შეაჩეროთ და ერთმანეთით დატკბეთ. ჩვენ მოვაშორეთ ზედმეტი და დავტოვეთ მხოლოდ სუფთა გემოები, ვნება და იდეალური ბალანსი.
Sakhli-ის შეფ-მზარეული წარმოგიდგენთ სპეციალურ სეტს „Sea & Land“, შექმნილს განსაკუთრებულად წყვილებისთვის.
პრელუდია
საღამო იწყება ნაპერწკლებით თქვენს ჭიქებში — გაციებული პროსეკო და ინტრიგული მოლეკულური კომპლიმენტი გრძნობების გასაღვიძებლად.
იდეალური გაგრძელება — ფრანგული Jerome Miet Spéciale ოსტრების დუეტი გამაგრილებელი ლაიმის კავიარით.
პირველი აქტი. კონტრასტების თამაში
თქვენს მაგიდაზე — ტარტარების დუეტი: ნაზი შებოლილი თინუსი მარაკუიასა და ავოკადოსთან ერთად, და ხასიათიანი საქონლის ხორცი ხრაშუნა ჭვავის ჩიფსებით.
კულმინაცია: Surf & Turf
მთავარი კერძი მიეწოდება Sharing ფორმატში (ორთათვის). თქვენს მაგიდაზე ერთმანეთს ხვდება ორი ელემენტი:
ზღვა: ლინგვინი „Black Pearl“ ვონგოლესთან, კრევეტებთან და სპეციალურ ტომატის სოუსთან ერთად.
მიწა: პირში დნობადი ფილე მინიონი ტრიუფელის მარინადში შებოლილ ჭარხალთან ერთად.
გააზიარეთ, დააგემოვნეთ, აირჩიეთ თქვენი ფავორიტი.
ფინალი
ხრაშუნა მილფეი დაშაქრული ატამითა და მარწყვით.
ცოცხალი მუსიკა, სანთლის შუქი და ძველი ბათუმის უნიკალური სიმყუდროვე.